loader_icon
logo ×
banner

ქართული

"სიყვარული აღგვამაღლებს."
-შოთა რუსთველი

 

Ⅰ. არსებითი სახელების მართლწერა

რამდენიმე ერთნაირი ბგერის თავმოყრა არსებით სახელებში

მანით დაბოლოვებულ სახელებს მხოლობითი რიცხვის მოთხრობით ბრუნვაში ორი მ მოუდის (კალამ-მა, გურამ-მა).

როცა სახელი სანით ბოლოვდება, მხოლობითი რიცხვის მიცემით ბრუნვაში ორი ს უნდა დაიწეროს (თბილისს, კლასს).

თუ სახელის ფუძე ე-ზე ბოლოვდება, ებ-იან მრავლობითში ორი ე იწერება (დღე-ე-ბი, მეჩაიე-ე-ბი).

თუ სახელის ფუძე ია-ზე ბოლოვდება, ნათესაობითსა და მოქმედებითში ორი ი მოიყრის თავს (ბიოლოგია – ბიოლოგი-ის, ბიოლოგი-ით).

თუ სახელის ფუძე ბოლოვდება სხვა ხმოვანზე ან თანხმოვანზე, მაშინ ებ-იან მრავლობითში ერთი ე უნდა დაიწეროს (წელი – წლ-ებ-ი).

თუ სახელის ფუძე ნ-ზე ბოლოვდება, ნარიანი მრავლობითის სახელობით და წოდებით ბრუნვაში ორი ნ მოიყრის თავს (ბრძენი – ბრძენ=ნ-ი, ბრძენ-ნ-ო).

თ-ზე დაბოლოებულ სახელებს ნარიანი მრავლობითის მოთხრობით, მიცემით და ნათესაობით ბრუნვებში ორი თ იქნებათ (ბარათი – ბარათ-თ-ა, საათი – საათ-თ-ა).

ფუძის კუმშვა

კუმშვა ეწოდება ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნისას (კალამი-კალმის; კედელი-კედლის). იკუმშება ა, ე და 0 ხმოვნები. კუმშვას ფუზეძე ხმოვნით დაწყებული ბოლოსართის დართვა იწვევს. ო ხმოვანი ან საერთოდ იკარგება (ობოლი-ობლის), ან ვ-დ იქცევა (ნიორი-ნივრის).

☞ კუმშვად სახელებს ფუძე ეკუმშებათ მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში და ებ-იანი მრავლობითის ყველა ბრუნვაში:

სახ.   ტაძარ-ი   ტაძრ-ებ-ი
მოთხ.   ტაძარ-მა   წაძრ-ებ-მა
მიც.   ტაძარ-ს   ტაძრ-ებ-ს
ნათ.ტაძრ-ისტაძრ-ებ-ის
მოქმ.ტაძრი-ითტაძრ-ებ-ით
ვით.ტაძრ-ადტაძრ-ებ-ად
წოდ.   ტაძარ-ო   ტაძრ-ებ-ო

სწორია: ტაძრის გუმბათი (და არა: ტაძარის გუმბათი).

● სახელი "ამბავი" შეკუმშვისას ა ხმოვანთან ერთად კარგას ვ თანხმოვანსაც და გვექნება ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად, (და არა: ამბავ-ის, ამბავ-ით, ამბავ-ად).

● სახელი "თვალი" იკუმშება, თუ ის არ აღნიშნავს მხედველობის ორგანოს (ურმის თვალი, ძვირფასი თვლები), მაგრამ უკუმშველია, თუ მხედველობის ორგანოსო აღნიშნავს (თვალის ტკივილი, თვალის ფერი). ასევე სახელი "წელი", რომელიც უკუმშველია, როცა ის სხეულის ნაწილს აღნიშნავს (წელის ტკივილი), მაგრამ კუმშვადია, როცა დროის მონაკვეთის მნიშვნელობით იხმარება (ხუთი წლის შემდეგ).

  ჩვეულებრივ, ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი საზოგადო არსებითი სახელები უკუმშველია (კარი, ბერი, ფერი, ქარი), მაგრამ თუ ამგვარი სახელები კომპოზიტების მეორე ნაწილად მოგვევლინება, მაშინ შეიკუმშებიან (ჭიშკარი – ჭიშკრის; დედაბერი – დედაბრის).

ფუძის კვეცა

❖ ფუძის ბოლო ხმოვნის დაკარგვას კვეცა ეწოდება. კვეცადია საზოგადო სახელები, რომელთა ფიძე ბოლოვდება და ხმოვანზე.

☞ ხმოვანფუძიან სახელებს ფუძე ეკვეცებათ მხოლობითი რიცხვის მხოლოდ ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითში.

სახ.   ზღვა   დღე
მოთხ.   ზღვა-მ   დღე-მ
მიც.   ზღვა-ს   დღე-ს
ნათ.ზღვ-ისდღ-ის
მოქმ.ზღვ-ითდღ-ით
ვით.   ზღვ-ად   დღე-დ
წოდ.   ზღვა-ო   დღე-ო

  სწორია: აკაციის ხე (და არა: აკაციიას ხე), მეეზოვის სახლი (და არა: მეეზოვეს სახლი).

ა-ზე დაბოლოებული სახელი ებ-იან მრავლობითში ხმოვანს მოიკვეცს ყველა ბრუნვაში (ზღვ-ები-ი, ზღვ-ებ-მა, ზღვ-ებ-ს, ზღვ-ებ-ის, ზღვ-ებ-ით, ზღვ-ებ-ად, ზღვ-ებ-ო), ე-ზე დაბოლოებული სიტყვები კი არ იკვეცება (დღე-ებ-ი, დღე-ებ-მა, დღე-ებ-ს, დღე-ებ-ის, დღე-ებ-ით, დღე-ებ-ად, დღე-ებ-ო).

უკვეცელია:

ო, უ და ხმოვანებზე ფუძედაბოლოებული სახელები. გამონაკლისია ღვინო, რომელიც მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითსი– კვეცადია. სწორია: ღვინის, ღვინით (და არა: ღვინოსი, ღვინოთი).

უვეცელია ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი მხოლობით რიცხვში: ბიცოლა, წოროლა, ენძელა, ჭრიჭინა, დედოფალა და სხვ., მაგრამ მრავლობით რიცხვში ისინიც მოიკვეცენ ფუძისეულ ხმოვას.
 სწორია: ტოროლას ხმა (და არა: ტოროლის ხმა), მაგრამ მრავლობითსი – ტოროლები.

უკვეცელია უცხო ენებიდან შემოსული ე-ზე დაბოლოებული საზოგადო სახელები: ტირე, კუპე, ატელიე, ჟელე, კაცე და სხვ.
 სწორია: კაფეს მეპატრონე (და არა: კაფის მეპატრონე).

უკვეცელია ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები (დედა, მამა, ბებია, ბაბუა...), თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობთ: "დედას ოთახი მეორე სართულზეა", "შვილმა დედის ამაგი უნდა დააფასოს". პირველ შემთხვევაში იგულისხმება საკუთარი "დედა" და ის არ იკვეცება (დედას ოთახი), ხოლო მეორე შემთხვევაში კი იგულისხმება საერთოდ დედა, როგორც საზოგადო სახელი, და იკვეცება (დედის ამაგი).

ხმოვანზე დაბოლოებული საზოგადო სახელები უკვეცელია მხოლობით რიცხვში, მაგრამ კვეცადია მრავლობითში.
 სწორია: დიჯეიმ, დიჯეის, დიჯეისი, დიჯეითი, დიჯეიდ, დიჯეი; მრ. რ. დიჯე-ებ-ი.

● თუ საზოგადო არსებით სახელს კნინობითის მაწარმოებელი (-უნა, -უკა, -უნ-ია) დაერთო, ასეთი სახელები მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში უკვეცელი იქნება, ხოლო ებ-იან მრავლობითში – კვეცადი.
 სწორია: დათუნიასი, დათუნიათი; ჩიტუნასი, ჩიტუნათი (და არა: დათუნის, ჩიტუნის), მაგრამ მრავლობითში – დათუნი-ებ-ი, ჩიტუნ-ებ-ი.

● რამდენიმე სახელს ფუძე ერთდროულად ეკუმშება და ეკვეცება. მათ კუმშვად-კვეცადი სახელები ჰქვიათ. კუმშვად-კვეცადი სახელები (ქვეყანა, ქარხანა, ბეგარა, მოყვარე, ფანჯარა, ტომარა, პეპელა) მხოლობითი რიცხვის ნათესაოით, მოქმედებით და ვითარებით ბრუნვებში და ებ-იანი მრავლობითის ყველა ბრუნვაში შეკუმშულ-შეკვეცილ ფორმით უნდა ვიხმაროთ (ქვეყნის, მოყვრის, პეპლები...).

ვითარებითი ბრუნვის დაბოლოება

◈ ვითარებით ბრუნვაში ხმოვანფუძიან სახელებს ბოლოში დაერთვით -დ (და არა: -), თანხმოვანფუძიანებს – -ად (და არა: -ათ).

  სწორია: კაცად, ამხანაგად, მდინარედ, წყაროდ (და არა: კაცათ, ამხანაგათ, მდინარეთ, წყაროთ).

წოდებითი ბრუნვის დაბოლოება

წოდებითი ბრუნვის დაბოლოებაა -ო, -ვ ან ∅.

საზოგადო სახელები წოდებით ბრუნვაში გადმოეცემა:

● ბოლოთანხმოვნიანები -ო ბრუნვის ნიშნით (ექიმ-ო, შვილ-ო).

ბოლოხმოვნიანები (ორ- და მეტმარცვლიანები) -ვ ბრუნვის ნიშნით ან დაბოლოების გარეშე (ე.ი. ფიძის სახით)(დედა-ვ//დედა).

ერთმარცვლიანი ბოლოხმოვნიანები -ო ნიშნით (კლდე-ო, დღე-ო). ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი პოეზიაში, დასაშვებია -ვ დაბოლოების ხმარება ("მზევ შინა და მზევ გარეთა, მზევ, შინ შემოდიო". შდრ.:"მზეო, ამოდი, ამოდი").

დაბოლოების გარეშე იხმარება უ ბოლოხმოვნიანი ორმარცვლიანი სახელები (ძუძუ, ბაბუ, ტაბუ).

სახელის მიმართვის ფორმაში ფუძის ბოლოკიდური ვ არ იკარგება. სოწრია: ერისთავო! ვეფხვო! (და არა: ერისთაო! ვეფხო!).

თუ სახელის ფუძე ო-ზე ბოლოვდება, წოდებითში ორი ო ექნება (რტო-ო).

უცხოური ტიტულები (ბარონი, ჰერცოგი, გრაფი, მარკიზი და მისთ.) წიდებითში -ო ბრუნვის ნიშნით უნდა გაფორმდეს.
  სწორია:
გრაფო! მარკიზო! ლორდო! (და არა: გრაფ! მარკიზ! ლორდ!).
  ეს სახელები -ო ბრუნვის ნიშანს დაირთავენ მაშინაც, როცა ისინი მსაზღვრელად არიან გამოყენებული. სწორია: ჰერცოგო ბეკინგემო! გრაფო სეგედი! (და არა: ჰერცოგ ბეკინგემო! გრაფ სეგედი!).

მიმართვის ფორმები, როგორებიცაა: "მის", "მისის", "მისტერ", "სერ", "მადამ", "ლედი", "სენიორ"/"სინიორ", "სენიორა"/"სინიორა" ქართულში გაუფორმებლად რჩება. სწორია: მისტერ ველინგტონო! მისის კრისტი! სენიორ ბერტოლუჩი! მადამ ჟერარდო!

საკუთარ სახელთა მართლწერა

საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს.

ადამიანთა (პირთა) სახელები, ანუ ანთროპონიმები (აქვე იგულისხმება გვარები, ფსევდონიმები, ზედმეტსახელები).

გეოგრაფიული სახელები, ანუ ტოპონიმები (ქვეყნების, ქალაქების, მდინარეების, ზღვების, ოკეანეების, ტბების, კონტინენტების, მთების... სახელები).

პლანეტებისა და ციური სხეულების სახელები (დედამიწა, მარსი, ორიონი).

წელიწადის დროთა, თვეებისა და კვირის დღეების აღმნიშვნელი სახელები (გაზაფხული, სექტემბერი, ორშაბათი...).

მხატვრული ნაწარმოებების სათაურები, ჟურნალ-გაზეთების, ფაბრიკა-ქარხნების, სხვადასხვა დაწესებულების სახელები, რომლებიც ბრჭყალებში უნდა ჩაისვას (პოემა "ვეფხისტყაოსანი", ჟურნალი "ცისკარი", ფაბრიკა "ისანი", მეტროს სადგური "ვაგზლის მოედანი", გემი "შოთა რუსთაველი", შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო "სამგორი", სააქციო საზოგადოება "ამალთეა", გამომცემლობა "დიოგენე", ნაყინი "თოლია", და სხვ.).

ცხპველთა სახელები (ყურშა, წიქარა, ბომბორა).

ადამიანთა საკუთარი სახელები და გვარები

ადამიანთა საკუთარ სახელებს ბრუნვის დროს ფუძე არ ეცვლებათ: ბოლოთანხმოვანიანი ყველა უკუმშველია, ბოლოხმოვნიანი – უკვეცელი. სწორია: მაიასი, ელენეს, დარეჯანის, (და არა: მაიის, ელენის, დარეჯნის).

ადამიანთა საკუთარი სახელები წოდებით ბრუნვაში ფუძის სახით უნდა ვიხმაროთ. სწორია: ოთარ! თეკლე! ნიკა! ალექსი! (და არა: ოთარი! თეკლევ! ნიკავ! ალექს!).

სახელის ფუძის გასარკვევად სახელს მოთხრობით ან მიცემით ბრუნვაში ვსვამთ, ჩამოვაშორებთ ბრუნვის ნიშანს და რაც დაგვრჩება, სწორედ ის არის ფუძე.
  მაგალითად: დავითი, დავით-მა, დავით-ს. ფუძეა დავით; ლელა, ლელა-მ, ლელა-ს. ფუძეა ლელა.

ხმოვანი ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია თანხმოვანფუძიან საკუთარ სახელებში: (ავთანდილ-ი, ბაგრატ-ი, ეფრემ-ი, ვასილ-ი, ლევან-ი და სხვ.)

იმისათვის, რომ გამოვარკვიოთ, რომელ სახელებშია ი ფუძისეული და რომლებში ბრუნვის ნიშანი, უნდა ვიცოდეთ:
  ➣ სახელობითი ბრუნვის ნიშანს, ი-ს, არ დაირთავს ბოლოთანხმოვნიანი სახელი, რომელსაც მოსდევს გვარი ან პროფესიის (თანამდებობის და სხვ.) აღმნიშვნელი სიტყვა (მაგალითად: მიხეილ ჯავახიშვილი, გურამ რჩეულიშვილი, თამარ მეფე, ვახტანგ გორგასალი).
  ➣ ხმოვანი ი ფუძისეულია და სახელს გადაჰყვება ყველა ბრუნვაში, თუ მას მოსდევს გვარი ან პროფესიის (თანამდებობის და სხვ.) აღმნიშვნელი სიტყვა (მაგალითად: აკაკი წერეთელი, დიმიტრი თავდადებული, ლეონტი მროველი).

გახსოვდეთ საკუთარი სახელი არც იკუმშება, არც იკვეცება. არა აქვს მრავლობითი რიცხვი და წოდებით ბრუნვაში ფუძის სახით არის წარმოდგენილი.
არ შეიძლება ასეთი შემოკლება: შ. რუსთაველი, თ. მეფე, ი. ხუცესი, დ. აღმაშენებელი, ვ. ფშაველა და სხვ.

☞ ● ადამიანთა სახელებს წოდებითში ნიშანი არ უნდა (გურამ! ეკა!).

   ● გეოგრაფიული სახელები და ცხოველთა საკუთარი სახელები, რომლებიც თანხმოვანზე ბოლოვდება, გადმოიცემა -ო ბრუნვის ნიშნით (თბილის-ო, რიონ-ო, კავკასიონ-ო).

   ● გეოგრაფიული სახელები და ცხოველთა საკუთარი სახელები, რომლებიც ხმოვანზე ბოლოვდება, გადმოიცემა ბრუნვის ნიშნით ან მის გარეშე (სამტრედიავ//სამტრედია; ყურშავ//ყურშა).

☞ ● უცხო გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ორიგინალის ენაზე ი-ზე ბოლოვდება, ქართულად გადმოცემისას ფუძისეულ ი-ს ინარჩუნებს (დელი, დელი-მ, წოდ. დელი!).

ადამიანთა გვარები

-შვილზე დაბოლოებული გვარი ისევე იბრუნვის, როგორც საზოგადო სახელი შვილი. წოდებითში მას ექნება -ო (ქართველიშვილ-ო).

-ო დაერთვის, ასევე, თანხმოვანზე დაბოლოებულ გვარებს (წერეთელ-ო, ჯაშ-ო).
  ☑ ორიოდე გვარი კუმშვადია: წერეთელი - წერეთლის, მაჩაბელი - მაჩაბლის; წერეთლები, მაჩაბლები.

-ძე-ზე დაბოლოებული ადამიანთა გვარები ისე იბრუნვის, როგორც საზოგადო სახელი "ძე". ნათესაობითსა და მოქმედებითში ხდება კვეცა (ბარამიძე - ბარამიძის, ბარამიძით. შეცდომაა ბარამიძეთი). წოდებითში ეს გვარები იხმარება ბრუნვის ნიშნის დაურთველად (ბარამიძე!).

ფუძე ეკვეცებათ გვარებად ქცეულ ე ფუძიან საზოგადო სახელებსაც (მებუკე – მებუკის).

ე-ზე დაბოლოებულ სახელებს ებ-იან მრავლობითში მოუდის ორი ე (ბოლქვაძეები, მენაბდეები).

-ვა, -უა, ია-ზე გათავებული ქართული გვარები ფუძეს არ იკვეცეს მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებითში (ჭითანავა, ჭითანავას(ი), ჭითანავათი; ჯაბუა, ჯაბუას(ი), ჯაბუათი; ჩიტაია, ჩიტაიას(ი), ჩიტაიათი), მაგრამ კვეცადი ხდება ებ-იან მრავლობითში (ჭითანავები, ჯაბუები, ჩიტაიები). ეს გვარები წოდებითში იხმარება ბრუნვის ნიშნის დაურთველად (ჭითანავა, ჯაბუა, ჩიტაია).

არაქართული წარმოების ბოლოხმოვნიანი გვარები უკვეცელია (გოეთე, ჰემინგუეი, დანტე, ბოტიჩელი, გორკი, ტრუბეცკოი, მორავია...).

თანხმოვანზე დამთავრებული უცხოური გვარები წოდებითში დაირთავენ -ო ბრუნვის ნიშანს (სმირნოვ-ი – სმირნოვ-ო; რეიგან-ი – რეიგან-ო).

სახელისა და გვარის ერთად ბრუნება

სახელი გვართან ერთად ფუძის სახით იწერება: ნოდარ ანდღულაძე (და არა: ნოდარი ანდღულაძე).

თუ გვართან ერთად ბრუნებისას ადამიანის სახელი წინ უსწრებს გვარს, იგი არც ერთ ბრუნვაში არ შეიცვლება (ზაალ ბარათაშვილი, ზაალ ბარათაშვილმა, ზაალ ბარათაშვილს, ზაალ ბარათაშვილის...).

ადამიანის სახელი ასევე უბრუნველია, თუ მას მსაზღვრელად მოსდევს გვართან გათანაბრებული ხელობის, წარმომადგენლობის, თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი (დავით აღმაშენებელი, ერეკლე მეორე, ექვთიმე ათონელი, მელქისედეკ კათალიკოსი...).

სიების შედგენისას, როცა, ჩვეულებრივ, ჯერ გვარი იწერება და მერე სახელი, სახელი ფუძის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი (აბაშიძე ზურაბ, კახიძე ამირან, კობახიძე ირაკლი).

თუ საკუთარ სახელს ან გვარს (ან ორივეს ერთად) უსწრებს თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი წოდება-თანამდებობის ან ხელობა-პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვები – პოეტი, მწერალი, მხატვარი, ექიმი, პროფესორი, პარლამენტი, პრეზიდენტი – საკუთარი სახელი იბრუნვის ჩვეულებრივი წესით, ხოლო განმსაზღვრელ სიტყვას მხოლოდ სამ ბრუნვაში (სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში) ექნება ბრუნვის ნიშანი, დანარჩენ ბრუნვებში კი ფუძის სახით იქნება წარმოდგენილი.

სახ.   კომპოზიტორ-ი   ზაქარია ფალიაშვილ-ი
 მოთხ.   კომპოზიტორ-მა   ზაქარია ფალიაშვილ-მა
 მიც.   კომპოზიტორ   ზაქარია ფალიაშვილ-ს
 ნათ.   კომპოზიტორ   ზაქარია ფალიაშვილ-ის
 მოქმ.   კომპოზიტორ   ზაქარია ფალიაშვილ-ით
 ვით.   კომპოზიტორ   ზაქარია ფალიაშვილ-ად
 წოდ.   კომპოზიტორ-ო   ზაქარია ფალიაშვილ-ო

თუ ასეთი მსაზღვრელი სიტყვა ხმოვანფუძიანი სახელია, მაშინ ის ყველა ბრუნვაში ფუძის სახით იქნება წარმოდგენილი.

სახ.   მეფე ანდრია
 მოთხ.   მეფე ანდრია-მ
 მიც.   მეფე ანდრია-ს
 ნათ.   მეფე ანდრია-ს(ი)
 მოქმ.   მეფე ანდრი-თი
 ვით.   მეფე ანდრია-დ
 წოდ.   მეფე ანდრია

სასულიერო პირების მიმართ "მამაო" ფორმის ხმარება გამართლებული მხოლოდ მიმართვის დროს. სწორია: მამა გიორგიმ ბრძანა (და არა: მამაო გიორგიმ ბრძანა), მამა გიორგის ქადაგება (და არა: მამაო გიორგის ქადაგება).

საზოგადო სახელები "ბატონი" და "ქალბატონი" საკუთარ სახელებთან ბრუნებისას ინარჩუნებს -ი ნიშანს ნათესაობითსა და მოქმედებითში. სოწრია: ბატონ-ი ივანეს წიგნი, ქალბატონ-ი თამარ-ით ვამაყობ.

"ბატონის", "ქალბატონის" ევროპული შესატყვისები (სერ, მისტერ, მის, მისის, სინიორ, სინიორა, სინიორიტა, მუსიე, მადამ, დონ, დონა, ფრაუ, ჰერ, პან, პანი) საკუთარ სახელთან ერთად ბრუნებისას უცვლელნი რჩებიან. იბრუნვის მხოლოდ მომდევნო საკუთარი სახელი.
 სწორია:
მისტერ კუპერი, მისტერ კუპერმა, მისტერ კუპერს... მისტერ კუპერ!

გეოგრაფიულ სახელთა მართლწერა

გეოგრაფიული სახელევი ისევე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო არსებითი სახელები. თანხმოვანფუძიანთაგან ზოგი უკუმშველია (თელავი – თელავ-ის, ესპანეთ-ი – ესპანეთ-ის), ზოგიკუმშვადი (მტკვარ-ი – მტკვრ-ის, იორ-ი – ივრ-ის). ხმოვანფუძიანთაგან ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სახელები კვეცადია (აჭარა – აჭარ-ის, საჩხერე – საჩხერ-ის, ჯორჯია – ჯორჯიის), დანარჩენიუკვეცელი (ურარტუ – ურარტუ-ს(ი), საგარეჯო – საგარეჯო-ს(ი)).

თანხმოვანფუძიანი გეოგრაფიული სახელი წოდებითში დაირთავს -ო-ს (თბილის-ო, არაგვ-ო).

ხმოვანფუძიან გეოგრაფიულ სახელს წოდებითში ან -ვ ნიშანი უნდა, ან არაფერი. სწორია: მთაწმინდავ//მთაწმინდა (მაგრამ არა: მთაწმინდაო).

სწორია ქვეყანათა სახელების -ეთ სუფიქსით დაბოლოებული და ლიტერატურული ტრადიციით განმტკიცებული ფორმები (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, სომხეთი და არა: უზბეკისტანი, ტაჯიკისტანი, თურქმენისტანი, სასომხეთი).

თანდებულიანი ბრუნვები

თანდებული ჰქვია დამხმარე სიტყვას ან ბგერათა ჯგუფს, რომელიც დაერთვის ამა თუ იმ ბრუნვის ფორმას და აღნიშნავს საგნის მდებარეობას, მიმართულებას, დანიშნულებას და სხვ.
  თანდებული არ დაერთვის მოთხრობით და წოდებით ბრუნვას. დანარჩენ ბრუნვებში გვხვდება შემდეგი თანდებულები:

სახ.   -ვით (თანხმოვანფუძიან სახელებთან)
 მოთხ.   - - - - - - - - - - - -
 მიც.   -ვით, -თან, -ზე, -ში, შორის, შუა
 ნათ.   -თვის, -კენ, -გან, -თანავე, -ებრ, მიერ, გამო, გარდა, მიმართ, შესახებ...
 მოქმ.   -უთრ, -გან (>იდან//დან)
 ვით.   მდე//მდის
 წოდ.   - - - - - - - - - - - - -

თანხმოვანფუძიან სახელებთან -ვით თანდებული შეიძლება დაერთოს როგორც სახელობითს, ისე მიცემითის ფორმას: კაცივით//კაცსავით, ლომივით//მოსავით, ქარივით//ქარსავით.

მისაღებია -თვის, -გან, -კენ, თანდებულების დართვა ნათესაობითი ბრუნვის როგორც გავრცობილ, ისე გაუვრცობელ ფორმაზე: ძმისათვის//ძმისთვის, ქალაქისაკენ//ქალაქისკენ, ძმისაგან//ძმისგან.

თანდებული -გან დაერთვის როგორც ნათესაობით, ასევე მოქმედებით ბრუნვაში დასმულ სახელებს, მაგრამ მათ შორის განსხვავებაა. -გან თანდებული იხმარება ნათესაობითი ბრუნვის ფორმასთან, როცაგვინდა აღვნიშნოთ მასალა ან მოქმედების წყარო, ანდა მიზეზი (კითხვები: ვისგან? რისგან? და არა: საიდან? ან რა დროიდან?). სწორია: წერილი მივიღე დედისგან ან დედისაგან (და არა: დედიდან); მაგიდა დამზადებული ხისგან ან ხისაგან (და არა: ხიდან).

მოქმედებით ბრუნვაში -გან თანდებულის დართვისას სახეს იცვლის როგორც ბრუნვის ნიშანი, ასევე – თანდებული: სახლ-ით-გან > სახლ-იდ-გან > სახლ-იდან. მოქმედებითში დასმული -გან თანდებულიანი სახელი მიუგებს კითხვაზე: საიდან? რა დროიდან? (და არა: ვისგან? რისგან?). გამოვიდა სახლიდან, დილიდან წვიმდა.

სახელის ვითარებითი ბრუნვის ფორმას შეიძლება დაერთოს თანდებული -მდე ან -მიდს: სოფლამდე//სოფლამდის, წყარომდე//წყარომდის. ამათგან უპირატესობა ეძლევა -მდე სახელობას.

-ზე თანდებულის პირვანდელი სახეა ზედა. იმ შემთხვევაში, როდესაც თანდებულიან სახელს ნაწილაკი არ დაერთვის, ზედა, ზედ, ზე სახეობათაგან თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ერთადერთ სწორ ფორმად რჩება ზე. სწორია: მაგიდაზე (და არა: მაგიდაზედ).

 ⚬ -ც(ა) ნაწილაკის დართვისას ძველი ზედა სახეობა რჩება უცვლელად (მაგიდაზედაც).

 ⚬ -ვე ნაწილაკის დართვისას იხმარება ზედას მოკვეცილი ვარიანტი ზედ (მაგიდაზედვე).

 ⚬ თუ სახელის ფუძე მთავრდება ზ თანხმოვანზე, -ზე თანდებულის დართვისას ორი ზ უნდა დაიწეროს (კოვზ-ი – კოვზ-ზე).

 

თუ სახელის ფუძე შ თანხმოვანზე ბოლოვდება, მაშინ -ში თანდებულის დართვისას ორი შ მოიყრის თავს (ქარქაშ-ი – ქარქაშ-ში).

თუ სახელის ფუძე თ თანხმოვანზე მთავრდება, -თან თანდებულის დართვისას ორი თ უნდა დაიწეროს (საათ-ი – საათ-თან).

ს-ზე ფუძეგაერთიანებული სახელები ინარჩუნებს ამ თანხმოვანს -ზე და -ში თანდებულების დართვისას. სწორია: თბილისში (და არა: თბილიში ან თბილიშში).

სწორია -თვის (და არა: თვინ).

სწორია -მდე//მდის (და არა: მდინ, მდი).

თუ მიცემითში ან ნათესაობითში დასმულ ორ და მეტ სიტყვას ერთი და იგივე თანდებული მოუდის და უკანასკნელს წინამავალთან და კავშირი აერთევს, ასეთ შემთხვევაში უშუალოდ და-ს წინ მდგომი სახელი უთანდებულოდ, გავრცობილი ფორმით იხმარება.
  სწორია: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში
(და არა: თბილისში, ქუთაისში და ბათუმში); მინდორში, ტყეში, ბაღსა და ვენახში ნისლი იდგა (და არა: მინდორში, ტყეში, ბაღში და ვენახში ნისლი იდგა).

თანდებულ-ზმინსართები: გარდა, უკან, შემდეგ, გამო, წინაშე, წინ, შესახებ და სხვ. Ⅰ და Ⅱ პირის ნაცვალსახელების სანმოკვეცილ ფორმებს უნდა დაერთოს.
  სწორია: ჩემ გარდა, შენ შესახებ, ჩვენ მიერ, თქვენ გამო
(და არა: ჩემს გარდა, შენს შესახებ, ჩვენს მიერ, თქვენს გამო).

სანის გარეშე იხმარება Ⅰ და Ⅱ პირის ნაცვალსახელთან შერწყმული თანდებულებიც. სწორია: ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ (და არა: ჩემსკენ, შენსკენ, თქვენსკენ).

უსანო ფორმებია საჭირო შორის და შუა თანდებულებთანაც. სწორია: ჩვენ შორის, თქვენ შუა (და არა: ჩვენს შორის, თქვენს შუა).

სახელის მიცემით ბრუნვასთან შეერთებული (ს მოკვეცილი) თანდებულიანი ფორმები გაკომპოზიტებულია და ერთად იწერება. სწორია: ჭერქვეშ, ფეხქვეშ, თავქვეშ, ცხვირწინ (და არა: ჭერ ქვეშ, ფეხ-ქვეშ, თავ-ქვეშ, ცხვირ წინ).


Ⅱ. ზედსართავი სახელის მართლწერა

ზედსართავი სახელი საგნის ნიშან-თვისებას გამოხატავს. მისი კითხვებია: როგორი? რომელი? სადაური? როდინდელი?

  ზედსართავი სახელი, ჩვეულლებრივ, არსებითთან ერთადაა, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს დამოუკიდებლადაც.

  დამოუკიდებელი ზედსართავი სახელი არსებითი სახელის მსგავსად იბრუნვის, არსებითთან ერთად ბრუნების დროს კი გასარჩევია ორი შემთხვევა:

ა) ხმოვანფუძიანი ზედსართავ სახელთა ბრუნება არსებით სახელთან ერთად;
  ბ) თანხმოვანფუძიანი ზედსართავ სახელთა ბრუნება არსებით სახელთან ერთად.

☞ ● ხმოვანფუძიანი ზედსართავისა და არსებითის ერთად ბრუნებისას, თუ ზედსართავი სახელი წინ უსწრებს არსებითს, ზედსართავი უცვლელი რჩება (ანკარა წყარო, ანკარა წყარომ...; მწვანე ველი, მწვანე ველმა, მწვანე ველს...).

ბოლოთანხმოვნიანი ზედსართავი სახელი არსებითთან ერთად ხმარებისას ბრუნვის ნიშნებს სრულად დაირთავს სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში (მაღალ-ი სახლ-ი, მაღალ-მა სახლ-მა, მაღალ-ო სახლ-ო); ნაწილობრივ იკვეცს ნათესაობითსა და მოქმედებითში (მაღალ-ი სახლ-ის, მაღალ-ი სახლ-ით); მთლიანად აქვს მოკვეცილი მიცემითსა და ვითარებითში (მაღალ სახლ-ს, მაღალ სახლ-ად).

☞ ● ნართანიანი მრავლობითში ბოლოთანხმოვნიანი ზედსართავი სახელი მხოლოდ ორ ბრუნვაში იცვლება: სახელობითსა და წოდებითში. დანარჩენ ბრუნვებში ფუძის სახითაა წარმოდგენილი.

თუ ზედსართავი სახელი მოსდევს არსებით სახელს, მაშინ იგი ყველა ბრუნვაში სრულად დაირთავს ბრუნვის ნიშანს.

ზედსართავ სახელს (უპირატესად ვითარებითს) ხარისხის სამი ფორმა აქვს: დადებითი (დიდი), უფროობითი (უდიდესი) და ოდნაობითი (მოდიდო).

უფროობითი ხარისხის მაწარმოებელი უ-ეს თავსართ-ბოლოსართი (უ-დიდ-ეს-ი, უ-მაღლ-ეს-ი). ოდნაობითის კი მო – ო თავსართ-ბოლოსართი აწარმოებს (მო-დიდ-ო, მო-მწვან-ო).

-ელ და -ილ სუფიქსზე ბაბოლოებული ზოგიერთი ზედსართავი სახელი ხარისხის მაწარმოებელი აფიქსირებს დართვისას ამ სუფიქსებს კარგავს (ტკბილი-უტკბესი-მოტკბო, გრძელი-უგრძესი-მოგრძო, სქელი-უსქესი-მოსქო).

ორი ზედსართავი სახელი "წითელი" და "ყვითელი" ოდნაობითი ხარისხის წარმოებისას ფუძისეულ ე ხმოვანს იცვლის ა ხმოვნით. გვაქვს წითელი – მო-წითალ-ო, ყვითელი – მო-ყვითალ-ო (ნაცვლად მოწითალო, მოყვითალოსი).

"კარგის" უფროობითი ხარისხის ფორმაა უ-კეთ-ეს-ი (და არა: უკარგესი), "უცუდესი" – უარესი (და არა: უცუდესი).

"ფერის" შემცვლელი ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები კუმშვადია: ვარდისფერი-მოვარდისფრო, ცისფერი-მოცისფრო.

ზედსართავი სახელი უფროობითი ხარსხის ფორმებში ორი უ საჭირო არ არის. სწორია: უდიდესი (და არა: უუდიდესი). ულამაზესი (და არა: უულამაზესი).


Ⅲ. რიცხვითი სახელების მართლწერა

რაოდენობითი რიცხვითი სახელების მართლწერა

რაოდენობითი რიცხვითი სახელი შედგენილობით ორგვარია: მარტივი (ერთიდან ათამდე, ოცი, ასი, მილიონი) და რთული (ორი ან მეტი ფუძის შეერთებით მიღებული. მაგ.: თ-ორ-მეტი, ოცდაშვიდი და სხვ.). რიცხვის გამოსახატავად ხშირად რამდენიმე რიცხვითი სახელია გამოყენებული. ისინი ცალცალკე იწერება. მათ შედგენილ რიცხვით სახელებს უწოდებენ (ას ორმოცდახუთი, ხუთი ათას შვიდას ოცდარვა). ფუძის მიხედვით ყველა რიცხვითი სახელი თანხმოვანფუძიანია, გარდა რვისა და ცხრისა ან რვასა და ცხრაზე დაბოლოებული რთული რიცხვითი სახელებისა (ოცდარვა, ას ცხრა). ამას გარდა, გვაქვს გაურკვეველი რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელებიც: ბევრი, მრავალი, ცოტა.

  ☑ მართებული ფორმაა ნული და არა: ნოლი.

☞ ● ცალკე აღებული რაოდენობითი რიცხვითი სახელი ისე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი.

არსებითი სახელის მსაზღვრელად გამოყენებული რაოდენობითი რიცხვითი სახელი ისე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელი არსებითთან ერთად.

რაოდენობითი რიცხვითი სახელის წოდებითი ბრუნვა იშვიათად აქვს, თუმცა არსებით სახელთან ერთად ბრუნებისას რაოდენობითი რიცხვითი სახელი წოდებითი ბრუნვის ფორმით იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება, მაგალითად: "ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო!" (გალაკტიონი); "ო, ძვირფასო ოთხო წელიწადო!" (ილია).

☞ ● "და"-თი შეერთებული რაოდენობითი რიცხვითი სახელები და ასეულების აღმნიშვნელი რიცხვები ერთად იწერება (ოცდასამი, ოცდათორმეტი, ორასი და ა.შ.).

ცალ-ცალკე იწერება რიცხვითი სახელები, რომლებიც შედგება მარტივი ან რთული კომპონენტებისაგან (ას ოცი, სამას ოცდაცამეტი, ათას შვიდას ორი, სამი ათას ექვსას ოთხმოცდარვა და ა.შ.).

ათასეული რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელები ათასს სახელობითი ბრუნვის ფორმით შეეწყობა ყველა ბრუნვაში (ორი ათასი კაცი, ორი ათასმა კაცმა და ა.შ.).

მილიონს, მილიარდს მათი რაოდენობის განმსაზღვრელი რიცხვითი სახელი შეეწყობა როგორც მსაზღვრელი სახელი და იბრუნვის მათთან ერთად საერთო წესის თანახმად (სამი მილიონი კაცი, სამმა მილიონმა კაცმა, სამ მილიონ კაცს და ა.შ.).

სამი და მეტი ნაწილისაგან შემდგარ რთულ რიცხვით სახელებში "ათასი", "მილიონი", "მილიარდი" ფუძის სახითაა წარმოდგენილი, მათი ოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელი სახელობით ბრუნვაში დგას, ბრუნვის ნიშანს კი დაირთავს უკანასკნელი (საზღვრულისწინა) რიცხვითი სახელი.   სწორია: ორი ათას ხუთასი, ხუთი მილიონ სამი ათას რვაას ექვსი კაცი.

ერთადერთი სწორი ფორმაა თხუთმეტი (მცდარია: ხუთმეტი, თუთხმეტი).

☞ ● რიცხვით სახელთან არსებითი სახელი ყოველთვის მხოლობით რიცხვში დგას. სწორია: ათი წიგნი (და არა: ათი წიგნები); ბევრი ვაშლი (და არა: ბევრი ვაშლები).

რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერა

რიგობითი რიცხვითი სახელი იწარმოება რაოდენობითი რიცხვითი სახელის ფუძეზე მე- თავსართისა და -ე ბოლოსართის დართვით (მე-ორ-ე, მე-ათ-ე, მე-ჩვიდმეტ-ე). გამონაკლისს წარმოადგენს პირველი, რომელიც იხმარება მეერთეს ნაცვლად. მეერთე გამოიყენება რთულ რიცხვით სახელებში. სწორია: ორმოცდამეერთე, ასმეერთე (და არა: ორმოცდაპირველი, ასპირველი).

ყველა რიგობითი რიცხვითი სახელი ხმოვანფუძიანია, გარდა ერთისა (პირველი).

ცალკე აღებული რიგობითი რიცხვითი სახელი იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი (პირველი, პირველმა, პირველს და ა.შ; მეორე, მეორემ, მეორეს, მეორის და ა.შ.).

არსებითი სახელის მსაზღვრელად გამოყენებული რიგობითი რიცხვითი სახელი ისე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელი არსებითთან ერთად (პირველი კლასი, პირველმა კლასმა, პირველ კლასს და ა.შ; მეორე სართული, მეორე სართულმა, მეორე სართულს და ა.შ.).

☞ ● "და"-თი შეერთებული რიცხვითი სახელებისაგან რიგობითის მწარმოებელი მოუდის მის მეორე ნაწილს (ერთიდან ცხრამეტამდე: ოცდა-მე-ხუთ-ე, ოცდა-მე-ათ-ე, ორმოცდა-მე-ცხრამეტ-ე). არასწორი ფორმებია: მეოცდახუთე ან მეოცდამეხუთე და მისთ.

ასევე სწორია: ას მეორე, ორას მეათე, ათას მეხუთე და არა: მეასმეორე, მეორასმეათე და მეათასმეხუთე.

☞ ● როცა მაწარმოებელი მე- თავსართი თავში მოუდის რიგობით რიცხვით სახელს, ჯერ იწერება მე-, შემდეგ დეფისი და ბოლოს სათანადო რიცხვი (მე-2, მე-6, მე-18, მე-100).

● როცა მაწარმოებელი მე- თავსართი რთული რიცხვითი სახელის უკანასკნელ ნაწილს მოუდის, მაშინ იწერება ჯერ რიცხვი, შემდეგ დეფისი და ბოლოს -ე (25-ე, 39-ე, 103-ე, 235-ე).

  ☑ "პირველი" არაბული ციფრით უნდა დაიწეროს ასე: 1-ლი, 1-ლმა, 1-ლს, 1-ლის, 1-ლში და ა.შ.

☞ ● რიგობითი რიცხვით სახელების რომაული ციფრით გამოსახვისას არც თავში და არც ბოლოში რიგობითი სახელის მაწარმოებელი პრეფიქსი ან სუფიქსი არ იწერება (სწორია: ⅪⅩ; მცდარია: მე-ⅪⅩ, ⅪⅩ-ე და მე-ⅪⅩ-ე)!

რიცხვის ციფრით გამოხატვისას ბრუნვის ნიშანი (გარდა სახელობითისა) ციფრს დეფისით გამოეყოფა (5-მა, 2-ს, 9-ს, Ⅳ-მ, Ⅺ-ს).

თუ რიგობითი რიცხვითი სახელი არავული ციფრითაა გადმოცემული, -ე მაწარმოებელი და ბრუნვის ნიშანი ერთად იწერება (34-ემ, 65-ეს, 23-ით).

ასეთივე წესით დაერთვის რიცხვით სახელს ნაწილაკი (-ც, -ცა, -ღა, -ოდე, -ვე) და თანდებულიც (მე-7-ში, Ⅲ-ც, 21-ზე).

-ვე ნაწილაკდართული რიცხვითი სახელის ბრუნებისას გაბატონებულია შეზრდილი სახეობა (ორივე, ორივემ, ორივეს...), შეზღუდული სახეობა დასაშვებადაა მიჩნეული (ორივემ, ორსავე, ორისავე); უარყოფილია: ორთავე, ორთავენი, ორთავემ, ორთავეს...

-ოდე ნაწილაკი სახელობითი ბრუნვის ფორმასთან არის შეზრდილი. ბრუნვის ნიშნები და თანდებულები ნაწილაკიან ფორმას დაერთვის: ორიოდე, ორიოდემ, ორიოდესათვის და სხვ.

წილობითი რიცხვითი სახელების მართლწერა

წილობითი რიცხვითი სახელები იწარმოება რიგობითი რიცხვითი სახელების ვითარებითი ბრუნვის ფორმისაგან (მეათე-დ > მეათედი). გამონაკლისია ნახევარი, რომელიც გამოიყენება მეორედის ნაცვლად, იგი უკავშიროდ დაერთვის სახელებს და გამოიყოფა მათგან დეფისით.

● სწორი ფორმებია: სამ-ნახევარი, საათ-ნახევარი, მეტრ-ნახევარი, თვე-ნახევარი (და არა: სამნახევარი ან სამ ნახევარი, საათნახევარი ან საათ ნახევარი).

  ☑ სწორი დაწესებულებაა: სამთვე-ნახევარი, ხუთლარ-ნახევარი, ორკილო-ნახევარი და არა: სამ თვე-ნახევარი, ხუთლარნახევარი, ორკილო ნახევარი.

● ფორმათგან მეორადი და მეორეული ერთადერთ სწორ მორფადაა მიჩნეული მეორეული (მეორადი მცდარი ფორმაა).

● წილადის გამომხატველი სიტყვები იწერება ცალ-ცალკე. სწორია: ერთი მეორადი, სამი მეხუთედი, ხუთი მეთორმეტედი (და არა: ერთი-მეორედი, სამი-მეხუთედი, ხუთი-მეთორმეტედი).

ცალკე აღებული წილობითი რიცხვითი სახელი იბრუნვის როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი (მესამედი, მესამედმა, მესამედს და ა.შ.).

არსებითი სახელის მსაზღვრელად გამოყენებული წილობითი რიცხვითი სახელი ისე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელი არსებითთან ერთად (მეათედი ნაწილი, მეათედმა ნაწილმა, მეათედ ნაწილს და ა.შ.).

☞ ● რიცხვით სახელთა ფუძის გაორკეცებით მიღებული რთული სახელები დეფისით იწერება (ორ-ორი, სამ-სამი, ას-ასი).

დეფისია საჭირო მაშინაც, როცა სხვადასხვა რიცხვითი სახელია შეერთებული: (ათი-თორმეტი, 10-12, სამოცი-სამოცდაათი, 60-70).


Ⅳ. ნაცვალსახელთა მართლწერა

◈ ნაცვალსახელი ჰქვია სიტყვას, რომელიც სხვა სახელების ნაცვლად იხმარება გარკვეულ შემთხვევაში. შინაარსის მიხედვით გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი:

  1. პირის ნაცვალსახელები: მე, შენ, ის(იგი), ჩვენ, თქვენ, ისინი(იგინი), თავი.

  2. ჩვენებითი: ეს, ეგ, ის(იგი), ასეთი, ეგეთი, ისეთი, ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი, ამისთანა მაგისთანა, იმისთანა, ამდენი, მაგდენი, იმდენი.

  3. კითხვითი: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური? როდინდელი?

  4. კუთვნილებითი: ჩემი, შენი, (ი)მისი, ჩვენი, თქვენი, (ი)მათი, თავისი, თავიანთი.

  5. კითხვით-კუთვნილებითი: ვისი? რისი? რისა?

  6. მიმართებითი: ვინც, რაც, რომელმაც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც, სადაურიც, როდენდელიც, ვისიც, რისიც, რისაც.

  7. განსაზღვრებითი: თვით, თვითონ, თავად, თითოეული, ყოველი, ყველა, სხვა.

  8. განუსაზღვრელობითი: ვინმე, რამე, რომელიმე, როგორიმე, რამდენიმე, ვიღაც(ა), რაღაც(ა), რომელიღაც(ა), როგორიღაც(ა), სადაურიღაც(ა), როდინდელიღაც(ა).

  9. უარყოფითი: არავინ, ვერავინ, ნურავინ, აღარავინ, ვეღარავინ, ნუღარავინ, არარა(არრა, არა), ვერარა(ვერრა, ვერა), ნურარა(ნურრა, ნურა), არაფერი, ვერაფერი, ნურაფერი, აღარაფერი, ვეღარაფერი, ნუღარაფერი.

  10. ურთიერთობითი: ერთმანეთი, ერთურთი, ურთიერთი, ერთიმეორე.

☞ ● Ⅰ და Ⅱ პირის ნაცვალსახელები(მე, შენ, ჩვენ, თქვენ) ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება. ოღონდ მე-ს მიცემითისა და ნათესაობითის მნიშვნელობით ჩემ ენაცვლება(თანდებულის დართვით: ჩემზე, ჩემთვის, ჩემკენ, ჩემგან, და ა.შ.).

● თანდებულიან Ⅰ და Ⅱ პირის ნაცვალსახელებს არ დაერთვის. სწორია: ჩემკენ, შენკენ, ჩემ მიერ, ჩემ შესახებ, ჩვენ და თქვენ შუა (და არა: ჩემსკენ, ჩემს მიერ, ჩემს შესახებ, ჩვენს და თქვენს შუა).

● იმ შემთხვევაში, როცა ორი პირის ნაცვალსახელიდან ერთ-ერთი Ⅰ პირის მე ნაცვალსახელია, იგი პირველ ადგილას დაისმის და ერთადერთი ლიტერატურული გამოთქმაა: მე და შენ შორის, მე და მას შორის (და არა: ჩემ და შენ შორის, ჩემ და მას შორის).

● თუ პირველი პირის ნაცვალსახელი მეორე ადგილზე დაისმის, მხოლოდ ამ შემთქვევაში მე-ს შეენაცვლება ჩემ. სწორია: შენ და ჩემ შორის (და არა: შენ და მეს შორის).

მათ პირის ნაცვალსახელია, მათი – კუთვნილებითი. მათ იხმარება ზმნასთან ერთად. იგი მოთხრობითი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავს.
  სწორია: მათ ააშენეს, მათ დაწერეს (და არა: მათმა ააშენეს, მათმა დაწერეს), კუთვნილებითი ნაცვალსახელი მათი კი სახელს ახლავს და ბრუნვის ნიშანსაც დაირთავს. სწორია: მათმა საქმემ, მათმა მეზობელმა (და არა: მათ საქმემ, მათ მეზობელმა).

● ნაცვალსახელი ჩვენგანი აღნიშნავს ჩვენ შორის ერთ რომელიმეს, თქვენგანი – თქვენ შორის ერთ რომელიმეს, მათგანი – მათ შორის ერთ რომელიმეს. ამიტომ სწორია: თითოეული ჩვენგანი, თითოეული თქვენგანი, თითოეული მათგანი (და არა: თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული თქვენთაგანი, თითოეული მათთაგანი).

● კუთვნილებითი ნაცვალსახელები წინადადებაში მსაზღვრელი სახელებია და წინ უსწრებს საზღვრულს: ჩემი სახლი, თქვენი სკოლა და ა.შ. მსაზღვრელად გამოყენებულ კუთვნილებით ნაცვალსახელებს მიცემითში ს უნდა დაერთოს.
  სწორია: ჩემს მეგობარს, შენს ამხანაგს, მათს საქმეს, ჩემს მეგობრად
(და არა: ჩემ მეგობარს, შენ ამხანაგს, მათ საქმეს და ა.შ.).

● კუთვნილებითი ნაცვალსახელები თავისი და მისი (იმისი) გამოხატავს მესამე პირის კუთვნილებას, მაგრამ სხვადასხვაგვარად: თუ საგანი მოქმედი პირის კუთვნილებაა, ითქმის "თავისი", თუ სხვისი – "იმისი" ან "მისი". მაგ., ნინომ თავისი წიგნი მაჩუქა (ე.ი. წიგნი ნინოსია); ნინომ მისი წიგნი მაჩუქა (ე.ი. წიგნი ნინოს არ ეკუთვნის, წიგნი სხვისია).

● განსაზღვრებით და განუსაზღვრელობით, ასევე, რიცხვითი სახელის შემცველ ნაცვალსახელებთან არსებითი სახელი მხოლობითში დაისმის.
  სოწირა: ყველა კაცი, ვიღაც ქალი, იმდენი ბავშვი, რამდენიმე წიგნი (და არა: ყველა კაცები, ვიღაც ქალები, იმდენი ბავშვები, რამდენიმე წიგნები).

● -მე ნაწილაკი უმეტესად შეზღუდულია ნაცვალსახელებთან (ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე) და ბრუნვის ნიშნები ბოლოს დაერთვის: ვინმე-მ, ვინმე-ს, ნივმე-ს(თვის), ვინმე-თი ვინმე-დ. წოდებითი არა აქვს. ამის პარალელურად დასაშვებადაა მიჩნეული შეზრდილი სახეობა: მიცემითში – ვისმე, ნათესაობითში – ვისთვისმე. უარყოფილია: ვისმეს, რასმეს, რაიმეს.

● -ღაც(ა) ნაწილაკდართული ნაცვალსახელებისათვის მრავლობით რიცხვში სწორი ფორმებია ვიღაცები, რაღაცები, რაღაც-რაღაცები (და არა: ვიღაცეები, რაღაცეები).

● -ვე ნაწილაკდართული ნაცვალსახელის (იგივე) არსებითთან ერთად ბრუნებისას სახელობითში გვაქვს იგივე, დანარჩენ ბრუნვებში – იმავე.
  სწორია: იგივე, იმავე, იმავეს, იმავეს(თვის), იმავეთი, იმავედ.
წოდებითი არა აქვს. შეცდომაა: იგივემ, იგივეს, იგივეს(თვის), იგივეთი, იგივედ.

ერთი და იგივე საზღვრულთან ერთად შემდეგნაირად იბრუნვის:

სახ.   ერთი   და   იგივე   ამბავი
 მოთხ.   ერთმა   და   იმავე   ამბავმა
 მიც.   ერთსა   და   იმავე   ამბავს
 ნათ.   ერთისა   და   იმავე   ამბის
 მოქმ.   ერთი   და   იმავე   ამბით
 ვით.   ერთ   და   იმავე   ამბად
 წოდ.   - - - - - - - - - - - - -


Ⅴ. მსაზღვრელის შენათნხმება საზღვრულთან

◈ მსაზღვრელი ორგვარია: შეთანხმებული, ანუ ატრიბუტული, და მართული, ანუ სუბსტანტური.

შეთანხმებული მსაზღვრელი გადმოიცემა ზედსართავი სახელით(დიდი სახლი), რიცხვითი სახელით(ორი კაცი), ნაცვალსახელით(ჩემი სახლი), არსებითი სახელით(ექიმი ჭკუასელი) და სახელზმნით(დაჭრილი ვეფხვი).
  (შეთანხმებული მსაზღვრელ-საზღვრულად ბრუნების შესახებ იხ. ზემოთ.)

მართული მსაზღვრელი არსებითი სახელით არის გადმოცემული და დგას ნათესაობით ბრუნვაში. თუ მართული სახელი უშუალოდ წინ უძღვის საზღვრულს, იგი უცვლელია ყველა ბრუნვაში: ხის სახლი, ხის სახლმა, ხის სახლს...

თუ წყობა ინვერსიულია (შებრუნებული), მსაზღვრელი ბრუნვის ნიშნებს დაირთავს მოთხრობითში, მიცემითსა და წოდებითში, ნათესაობითი და მოქმედებითი კი არა აქვს.
  სწორია: თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა
(და არა: თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძის).
სწორია: თარგმანმა ბაჩანა ბრეგვაძისამ (და არა: თარგმანმა ბაჩანა ბრეგვაძისმა).
სწორია: თარგმანს ბაჩანა ბრეგვაძისას (და არა: თარგმანს ბაჩანა ბრეგვაძისა).

რამდენიმე მსაზღვრელის რიგი

☞ ● როდესაც საზღვრულის წინ დასმულ ორ არაერთგვარ მსაზღვრელთაგან ერთ-ერთი არის რიცხვითი სახელი, მეორე – ზედსართავი ან მართული მსაზღვრელი, რომელიც საზღვრულთან ერთად არ გამოხატავს კუთვნილებას, რიცხვითი სახელი პირველ ადგილზე დაისმის.
  სწორია: ბევრი წითელი ბურთი, ორი მაღალი კაცი
(და არა: წითელი ბევრი ბურთი, მაღალი ორი კაცი).

თუ ზედსართავი ან მართული მსაზღვრელი საზღვრულთან ერთად გამოხატავს კუთვნილებას (მოსწავლის რვეული, მეზობლის ბავშვი), მაშინ რიცხვითი სახელი მეორე ადგილზე დაისმის.
  სწორია: მეზობლის სამი ბავშვი, სახლის ორი ფანჯარა
(და არა: სამი მეზობლის ბავშვი, ორი სახლის ფანჯარა).

თუ არაერთგვარ მსაზღვრელთაგან ერთ-ერთი ნაცვალსახელია, პირველ ადგილას ყოველთვის ეს ნაცვალსახელი იჭერს.
  სწორია: ეს სასიკეთო საქმე, ჩემი კარგი მეგობარი
(და არა: სასიკეთო ეს საქმე, კარგი ჩემი მეგობარი).

თუ ორივე მსაზღვრელი ზედსართავი (ან მიმღეობა)–ერთი ვითარებითი, მეორე მიმართებითი–პირველ ადგილზე ვითარებითი ზედსართავი (ან მიმღეობა) დგება, მეორეზე–მიმართებითი.
  სწორია: მოკლე სასაცილო ამბავი, ახალი საარჩევნო კანონი
(და არა: სასახილო მოკლე ამბავი, საარჩევნო ახალი კანონი).

ვითარებითია პირველადი ზედსართავი სახელი: დიდი, შავი, ტკბილი და სხვ. მიმართებითია ზედსართავი, რომელიც ნაწარმოებია სახელის ან ზმნიზედისაგან: ცხენი – ცხენიანი, ჩვენ – ჩვენებური, აქ – აქაური, გუშინ – გუშინდელი და ა.შ.

თუ ორივე მსაზღვრელი მიმართებითი ზედსართავია, მეორე ადგილზე, უპირატესად, -ურ სუფიქსით ნაწარმოები ზედსართავი დგება.
  სწორია: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, ხვალინდელი საამური ცხოვრება
(და არა: ამხანაგური საერთაშორისო მატჩი, საამური ხვალინდელი ცხოვრება).

თუ მსაზღვრელთაგან ერთი შეთანხმებულია, ხოლო მეორე მართული და მართული მსაზღვრელი გამოხატავს საზღვრულის მასალას, წარმოებას ან დანიშნულებას, ასეთ შემთხვევაში ჯერ იწერება შეთანხმებული მსაზღვრელი, შემდეგ – მართული.
  სწორია: ლამაზი ჩაის ჭიქა, დიდი ოქროს საათი
(და არა: ჩაის ლამაზი ჭიქა, ოქროს დიდი საათი).

თუ მართული მსაზღვრელი საზღვრულთან ერთად კუთვნილებას გამოხატავს, ასეთ შემთხვევაში შეთანხმებული მსაზღვერლი მათ შუაში უნდა ჩაისვას.
  სწორია: ბავშვის ძველი ველოსიპედი, ქისტების პატარა სოფელი
(და არა: ძველი ბავშვის ველოსიპედი, პატარა ქისტების სოფელი) და მისთ.


Ⅵ. სათაურების მართლწერა

☞ ● თხზულების, წიგნის, გაზეთის ან ჟურნალის სახელწოდება, თუ ის ერთსიტყვიანია და სახელობითი ბრუნვის ფორმითაა მოცემული, ისევე იბრუნვის, როგორც საზღვრული, რომელსაც წინ უძღვის შეთანხმებული მსაზღვრელი:

 სახ.   მოთხრობა "ძაღლ-ი"   რომან-ი "არსენა მარაბდელ-ი"
 მოთხ.   მოთხრობა "ძაღლ-მა"   რომან-მა "არსენა მარაბდელ-მა"
 მიც.   მოთხრობა "ძაღლ-ს"   რომან "არსენა მარაბდელ-ს"
 ნათ.   მოთხრობა "ძაღლ-ის"   რომან "არსენა მარაბდელ-ის"
 მოქმ.   მოთხრობა "ძაღლ-ით"   რომან "არსენა მარაბდელ-ით"
 ვით.   მოთხრობა "ძაღლ-ად"   რომან "არსენა მარაბდელ-ად"
 წოდ.   მოთხრობა "ძაღლ-ო"   რომან-ო "არსენა მარაბდელ-ო"

თანდებულიან ბრუნვებში თანდებული ბრჭყალების შიგნით უნდა დაიწეროს. სწორია: მოთხრობა "კაცია-ადამიანში", მოთხრობა "კაცია ადამიანზე" (და არა: მოთხრობა "კაცია-ადამიან-ში", მოთხრობა "კაცია-ადამიან"-ზე).

თუ სათაური ნართანიანი მრავლობითითაა გადმოცემული ("მთანი მაღალნი"), გადმოცემულია სხვა ბრუნვის (არა სახელობითის) ფორმით ("ჰე, მამულო"), თანდებულიანია ("ჯანყი გურიაში"), მოცემულია წინადადების სახით ("გზაზე ერთი კაცი მიდიოდა") ან წარმოდგენილია ზმნის პირიანი ფორმით ("ამოდის, ნათდება!"), მაშინ იბრუნვის მსაზღვრელი და თანდებულიც მას უნდა დაერთოს.

  ❖ სწორია:

 სახ.   ნ.ბარათაშვილის ლექს-ი   "ფიქრნი მტკვრის პირზედ"
 მოთხ.   ნ.ბარათაშვილის ლექს-მა   "ფიქრნი მტკვრის პირზედ"
 მიც.   ნ.ბარათაშვილის ლექს-ს   "ფიქრნი მტკვრის პირზედ"
 ნათ.   ნ.ბარათაშვილის ლექს-ის   "ფიქრნი მტკვრის პირზედ"
 მოქმ.   ნ.ბარათაშვილის ლექს-ით   "ფიქრნი მტკვრის პირზედ"
 ვით.   ნ.ბარათაშვილის ლექს-ად   "ფიქრნი მტკვრის პირზედ"
 წოდ.   ნ.ბარათაშვილის ლექს-ო   "ფიქრნი მტკვრის პირზედ"

  ❖ სწორია: ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირზედ" (და არა: ლექს "ფიქრნი მტკვრის პირზედში"); ლექსში "წამყე ბეთანიისაკენ" (და არა: ლექს "წამყე ბეთანიისაკენში" ან ლექს "წამყე ბეთანიისაკენ"-ში).


Ⅶ. წარმოქმნილ სახელთა მართლწერა

სახელზე სხვადასხვა მაწარმოებელის (აფიქსის) დართვით შეიძლება ახალი შინაარსის სიტყვა მივიღოთ. მაწარმოებელია თავსართი (ანუ პრეფიქსი), ბოლოსართი (ანუ სუფიქსი), თავსართ-ბოლოსართი (ანუ პრეფიქს-სუფიქსი, რომელსაც კონფიქსი ეწოდება).

შინაარსის მიხედვით წარმოქმნილი სახელები შეიძლება იყოს:

1. წარმომავლობის, ანუ სადაურობის, სახელები (ქართლ-ელ-ი, კახ-ურ-ი).

2. ქონების სახელები (შვილ-იან-ი, ღონ-იერ-ი, კლდ-ოვან-ი, მანდილ-ოსან-ი, სამკუთ-ხედ-ი, ლურჯთვალ-ა).

3. უქონლობის სახელები (უ-თავ-ო, უ-ბედ-ურ-ი, უ-შიშ-არ-ი).

4. ხელობის, ანუ პროფესიის, სახელები (მე-თევზ-ე, მე-ზღვა-ურ-ი).

5. დანიშნულების სახელები (სა-ყურ-ე, სა-სკოლ-ო, სა-ფეხ-ურ-ი).

6. გეოგრაფიული სახელები (იმერ-ეთ-ი, სა-ბერძნ-ეთ-ი).

7. წინა ვითარების სახელები (ნა-ქალაქ-არ-ი, ნა-ჭრილობ-ევ-ი).

8. აბსტრაქტული სახელები (მშვიდ-ობა, ბედნიერ-ება, სი-ჭაბუკ-ე).

9. კნინობით-ალერსობითი სახელები (დედ-იკო, ნან-უკა, თამ-უნა, წიგნ-აკ-ი, დედოფალ-ა).

10. -ნარ სუფიქსით ნაწარმოები სახელები (ნაძვ-ნარ-ი, ბაღ-ნარ-ი).

  ● წარმომქმნელ აფიქსთა ფუნქციით ქართულში შეიძლება შეგვხვდეს ბრუნვის ნიშნებიცა და თანდებულებიც (სახელობ-ით-ი, შინდ-იდ-ი, პურ-ად-ი, ჩვენ-გან-ი).

  ● საკმაოდ ბევრია უცხოაფიქსიანი სახელებიც (ჩაი-დან-ი, ყავა-ხანა, ხაზინა-დარ-ი, სოციალ-იზმ-ი, კომუნ-ისტ-ი, ანტი-ქართული, პრო-დასავლური და ა.შ.).

☞ სახელთა წარმოქმნის დროს ვ ბგერა არ იკარგება შემდეგ შემთხვევაში:

-ურ სუფიქსის დართვისას, როცა ძირული სიტყვა ბოლოვდება თანხმოვნით (დათვი – დათვური, ბავშვი – ბავშვური) ან როცა ბოლოკიდურ კვეცად ხმოვანს წინ უზის (ლიტვა Ⅰ ლიტვური).
  ☑ გამონაკლისია: მეთაური, სათაური, ნათესაური, ფშაური, მოხეური.

-ოვან სუფიქსის დართვისას, როცა ძირეული სიტყვის ბოლოკიდურ -ს წინ უძღვის თანხმოვანი (ბეწვი – ბეწვოვანი).
  ☑ გამონაკლისია: რიცხვი – მრავალრიცხოვანი.

უ-ო აფიქსის დართვისას, როცა ძირეული სიტყვა ბოლოვდება -ზე (თავი–უთავო, ნავი–უნავო), ან ბოლოკიდურ კვეცად ხმოვანს წინ თანხმოვანი უზის (სიტყვა – უსიტყვო, დავა – უდავო).
  ☑ გამონაკლისია: მოძრავი – უმოძრაო.

სა-ო აფიქსების დართვისას (ზევი – საზავო, ბავშვი – საბავშვო).
  ☑ გამონაკლისია: პატივი – საპატიო, მრეცხავი – სამრეცხაო, კაცობრივი – საკაცობრიო, ნაძლევი – სანაძლეო, საფლავი – სასაფლაო...

-ობა სუფიქსის დართვისას, როცა ძირეული სიტყვის ბოლოკიდურ -ს წინ უძღვის თანხმოვანი (ბავშვი – ბავშვობა).

-ს ჩართვა ხდება:

მ – ე და სა – ე აფიქსების დართვისას, როდესაც ძირეული სიტყვის ბოლოს არის ან ხმოვანი: ტყე – მე-ტყე-ვ-ე, ეზო – მე-ეზო-ვ-ე.

სი – ე პრეფიქს-სუფიქსის დართვისას, როდესაც ძირეული სიტყვის ბოლოს არის ან ხმოვანი: ბრმა – სი-ბრმა-ვ-ე, მარტო – სი-მარტო-ვ-ე.

არ ჩაერთვის სი-ე პრეფიქს-სუფიქსით ნაწარმოებ ბოლოხმოვნიანი ძირეული სიტყვისაგან ნაწარმოებ წარმოქმნილ სახელებს: ცრუ – სი-ცრუ-ე (და არა: სიცრუვე).


Ⅷ. რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა

ერთცნებიანი კომპოზიტები

ერთცნებიანი, ანუ ერთმნიშვნელობიანია, კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს. ასეთ შემთხვევაში რთული ფუძის შემადგენელ ნაწილებს შორის და კავშირი არ ჩაისმება.

ერთად, უდეფისოდ იწერება:

ფუძეგაორმაგებული კომპოზიტები, რომელთა ნაწილების მნიშვნელობა გასაგებია, სიტყვას კი ახალი, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს (წამწამი, თავთავი...).

ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, რომელთა ნაწილები მნიშვნელობასმოკლებული მარცვლებია (ბაჯბაჯა, ჩიფჩიფი, კაშკაში...).

უდეფისოდ იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, რომელთა ფუძეში ბგერის შეცვლა ან დამატება ხდება (ჩხარაჩხური, ქოხმახი, არემარე, ავანჩავანი, კანტიკუნტად...).

ერთად, უდეფისოდ იწერება "და" კავშირით შეერთებული ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები (სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან...), ასევე "და" კავშირით შეერთებული რიცხვითი სახელები 21-დან 100-მდე (ოცდახუთი, ორმოცდაექვსი...).
  ☑ ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ, კვლავ და კვლავ, უფრო და უფრო იწერება ცალ-ცალკე.

ერთად, უდეფისოდ იწერება ორი სიტყვის შეერთების შედეგად მიღებული კომპოზიტები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი რთული ფუძის შემადგენელი პირველი ნაწილი (ჯარისკაცი, ძმისწული, ვარდისფერი, შვილიშვილი, დედინაცვალი, მზეთუნახავი, ავადმყოფი, ქვითკირი, გულკეთილი, ლომგული, გონებამახვილი...).

ერთად, უდეფისოდ იწერება, აგრეთვე, მრავალწევრიანი კომპოზიტები (თავგზააბნეული, თავქუდმოგლეჯილი, წვერულვაშგათეთრებული, თავსაფარწაკრული...).

ერთმნიშვნელობიანი კომპოზიტებს ქმნის ისეთი რთული სიტყვებიც, რომლებშიც პირველი წევრი ზმნიზედა და თანდებულია (ზეგავლენა, ზედამხედველი, შინაყმა, წინდაუხედავი, თანაკლასელი). ისინი უდეფისოდ იწერება.

ერთად, უდეფისოდ იწერება კომპოზიტები, რომლებშიც მსაზღვრელი (კუთვნილებითი ნაცვალსახელი) მეორე ადგილასაა დასმული და ერთად აღებული წარმოადგენს ნათესაობის აღმნიშვნელ სიტყვას (დედაჩემი, მამათქვენი...).

ერთად, უდეფისოდ იწერება კომპოზიტები, რომლებშიც ატრიბუტული მსაზღვრელის ფუძე შეზრდილია არსებითი სახელის ფუძეს (ქალბატონი, ავდარი, ხარირემი, ბერიკაცი, ახალქალაქი, ლუკმაპური).

ერთად, უდეფისოდ იწერება -ა სუფიქსდართული ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები (ნარნარა, კამკამა, შავტარა, ცისფერთვალება...).

ერთად, უდეფისოდ იწერება ექს-, ჰიპერ-, ჰიპო-, სუპერ-, მინი-, მეგა-, ავტო-, ფსევდო- და მისთ. პრეფიქსოიდიანი სიტყვები (ექსპრეზიდენტი, სუპერმარკეტი, მინიფეხბურთი, მეგავარსკვლავი, ავტორბოლა, ფსევდოგმირი (ასევე, ფსევდო-ს ქართული შესატყვისი ცრუ: ცრუმოწმე, ცრუპატრიორი...)).


Ⅸ. ზმნა

ზმნის რაობა

ზმნა ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მოქმედებას ან მდგომარეობას.
  მაგალითად, მღერის მოქმედებას გამოხატავს, ზის – მდგომარეობას. ზმნა იცვლება პირისა და რიცხვის მიხედვით. ვმღერი(მე), მღერი(შენ), მღერის(ის), ვმღერით(ჩვენ), მღერიან(ისინი).

☞ ზმნა პირველადია ან ნასახელარი

  ● პირველადია ზმნა, რომელიც არ არის ნაწარმოები სხვა მეტყველების ნაწილაკისაგან. ასეთი ზმნებია: დგას, მკის, ტეხს, წერს, ჭრის, ხტის, აქებს, აღებს...

  ● ნასახელარია ზმნა, რომელიც ნაწარმოებია რომელიმე სახელისაგან, მაგალითად, სახლდება(სახლ-ისაგან), თეთრდება(თეთრ-ისაგან), სამდება(სამ-ისაგან), იჩემებს(ჩემ-ისაგან).

● ზმნისაგან შეიძლება ვაწარმოოთ ბრუნებადი სიტყვა. მაგალითად, ხტის და დგას მესამე პირის ფორმებია, ხტომა და დგომა კი მათგან ნაწარმოები ბრუნებადი სიტყვებია: ხტომა, ხტომამ, ხტომას...; დგომა, დგომამ, დგომას... ხტომა მოქმედებას გამოხატავს, დგომა – მდგომარეობას. ასეთ ფორმებს ზმნის ნიშნებიც აქვს და სახელისაც. ამის გამო ზმნისაგან ნაწარმოებ ბრუნებად სიტყვას სახელზმნა ჰქვია. მაშასადამე, ხტომა და დგომა სახელზმნებია.
  სახელზმნა მოქმედებას ან მდგომარეობას გამოხატავს, მაგრამ არა რომელიმე პირისას.

ზმნის პირი და რიცხვი

პირი არის ზმნის ფორმა, რომელიც აღნიშნავს მოუბარს ან თანამოუბარს, ან კიდევ მათი საუბრის საგანს. ამის მიხედვით პირი სამია: პირველი, მეორე და მესამე. მაგალითად, ვიზრდები(მე), ვიზრდები(ჩვენ) – პირველი პირის ფორმებია, იზრდები(შენ), იზრდებით(თქვენ) – მეორე პირის, იზრდება(ის), იზრდებიან(ისინი) – მესამე პირისა.

● პირი შეიძლება იყოს მხოლობითში ან მრავლობითში:
მხოლობითშია პირი, რომელიც გულისხმობს ერთ საგანს: ვმღერი(მე), მღერი(შენ), მღერის(ის).
მრავლობითშია პირი, რომელიც გულისხმობს ერთზე მეტ საგანს: ვმღერით(ჩვენ), მღერით(თქვენ) მღერიან(ისინი).

პირთა რაოდენობა ზმნის ფორმაში

◈ ზმნები პირთა რაოდენობის მიხედვით სამგვარია: ერთპირიანი, ორპირიანი და სამპირიანი. ერთპირიან ზმნას ერთი პირი შეეწყობა, ორპირიანი – ორი, სამპირიანის – სამი. რომ გამოვარკვიოთ, რამდენპირიანია ზმნა, უნდა შევუწყოთ პირის ნაცვალსახელები უთანდებულოდ: მე, შენ, ის(იგი), ჩვენ, თქვენ, ისინი(იგინი), მან, მას, მათ და რამდენიც შეეწყობა, იმდენპირიანი იქნება ის.
  მაგალითად, დაიმალა, დამალა და დაუმალა ზმნებს რომ ნაცვალსახელები შევუწყოთ, მივიღებთ: დაიმალა ის(იგი), დამალა მან ის(იგი), დაუმალა მან მას ის(იგი). პირველ ზმნას ერთი პირის ნაცვალსახელი შეეწყო(ის), მეორეს – ორი(მან, ის), მესამეს – სამი(მან, მას, ის).
  მაშასადამე, დაიმალა ერთპირიანი ზმნა ყოფილა, დამალა – ორპირიანი, დაუმალა კი – სამპირიანი.

სუბიექტური და ობიექტური პირი

◈ გრამატიკული პირი ორგვარია: მოქმედი და სამოქმედო. მაგალითად, გხატავ(მე, შენ) ორპირიანი ზმნაა. პირველი პირი მოქმედია (გხატავ მე), მეორე კი პირველი პირის სამოქმედო საგანია (გხატავ შენ).

● მოქმედ პირს სუბიექტური ჰქვია, სამოქმედოს – ობიექტური. ორპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, მეორე – ობიექტური. მაგალითად, გხატავ(მე, შენ) ფორმაში პირველი პირია სუბიექტური, მეორე – ობიექტური.

● ერთპირიან ზმნაში წარმოდგენილია მხოლოდ სუბიექტური პირი(პირველი, მეორე ან მესამე): ვდგები მე, დგები შენ, დგება ის.

● სამპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, ორი – ობიექტური. მაგალითად, დაგიხატე(მე, შენ, ის) ფორმაში პირველი პირი სუბიექტურია, Ⅱ და Ⅲ – ობიექტური. დამიხატე(შენ, მე, ის) ფორმაში – Ⅱ პირია სუბიქტრუი, პირევლი და Ⅲ – ობიექტური. დაუხატა(მან, მას, ის) ფორმაში კი სამივე პირი მესამეა. ამათგან ერთი(მან) სუბიექტრუია, ორი(მას ის) – ობიექტური.

ობიექტური პირები და მათი ერთმანეთისაგან გარჩევის ხერხები

◈ ობიექტური პირი ორგვარია; პირდაპირი და ირიბი. სამპირიან ზმნაში ორივეა, ორპირიანში – ერთ-ერთი(პირდაპირი ან ირიბი).

ვაქებ მე მას(პოეტს) და ვეფარები მე მას(ხეს) ორპირიანი ზმნებია. პირველი პირი ორივე ზმნაში სუბიექტურია, მესამე – ობიექტური, მაგრამ როგორი – პირდაპირი თუ ირიბი? დავუსვათ კითხვა: რა ვქენი? პასუხი: ვაქე ის(პოეტი); მოვეფარე მას(ხეს).

● თუ ობიექტი პირი რა ქნა კითხვაზე (შესაბამისად რა ვქენი? რა ქენი?) ზმნას სახელობითის ფორმით შეეწყობა, იგი პირდაპირია. თუ ასეთი სახელი მიცემითშია, ობიექტური პირი ირიბია.
მაშასადამე, ობიექტური პირი ვაქებ ზმნასთან პირდაპირი ყოფილა (ვაქე ის), ვეფარები ზმნასთან კი – ირიბი – (მოვეფარე მას).

● თუ ობიექტური პირი მესამეა, მისი ბრუნვის გარკვევა ადვილია (ის სახელობითი ბრუნვის ფრომაა, მას – მიცემითისა). მაგრამ თუ ობიექტური პირი პირველია ან მეორე (მე, შენ, ჩვენ, თქვენ), როგორც უკვე იცით, პირის ნაცვალსახელს უნდა შევუნაცვლოთ არსებითი სახელი და გავიგებთ, რომელი ბრუნვის მნიშვნელობითაა გამოყენებული ობიექტური პირი – პირდაპირი თუ ირიბი.

● მაგალითად, გხატავს(ის, შენ) და გესალმება(ის შენ) ორპირიანი ზმნებია. მესამე პირი სუბიექტურია, მეორე – ობიექტური. დავუსვათ კითხვა: რა ქნა? პასუხი: დაგხატა შენ(ამხანაგი), მოგესალმაშენ(ამხანაგს). ამხანაგი და ამხანაგს ობიექტურ პირთა ფარდი სახელები.

● არსებითი სახელის მოშველიებით ადვილად გაირკვევა, რომ ობიექტური პირი გხატავს ზმნასთან პირდაპირი ყოფილა, გესალმება ზმნასთან კი – ორიბი.

გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები

გარდამავალი ზმნა, რომელიც პირდაპირობიექტურ პირს შეიწყობს, ე.ი. ისეთ ობიექტურ პირს, რომელიც რა ქნა კითხვაზე ზმნას სახელობითის ფორმით შეეწყობა. მაგ.: რა ქნა? დალია მან ის(წყალი), დახატა მან ის(სურათი), წაიკითხა მან ის(წიგნი)... მაშასადამე, დალია, დახატა, წაიკითხა გარდამავალი ზმნებია.

გარდაუვალი ზმნა, რომელიც პირდაპირობიექტურ პირს არ შეიწყობს. ერთპირიან ზმნაში მარტო სუბიექტური პირია, სამპირიანში ერთ-ერთ პირად ყოველთვის პირდაპირობიექტურია, ორპირიანში კი ობიექტური პირი პირდაპირია ან ირიბი.
  მაშასადამე ერთპირიანი ზმნები გარდაუვალი, სამპირიანი – გარდამავლი, ორპირიანი კი გარდამავალი ან გარდაუვალი.

გაეცანით სქემას, იგი დაგეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში:
გარდამავლობა:

გარდაუვალი:

  ⚬ ერთპირიანი S: იზრდება, იშლება, შენდება, მაღლდება, ხმება, ჭკნება, დნება
  ⚬ ორპირიანი SOირ: ეფარება, ეფინება, უშენდება, უმაღლდება, უჭკნება, უდნება

გარდამავალი:

  ⚬ ორპირიანი SOპ: ხატავს, აშენებს, წერს, აკეთებს, იშენებს, იკერავს
  ⚬ სამპირიანი SOირ Oპ: ჰკითხა, მისწერა, უშენებს, უკერავს, აჩუქა

❖ სუბიექტურ პირს აღნიშნავს, Oირ – ირიბობიექტურს, Oპ – პირდაპირობიექტურს.

სუბიექტური პირისა და რიცხვის ნიშნები

● Ⅰ სუბიექტური პირის ნიშანია თავსართი: -მღერი(მე), -წერ(მე), -ხატავდი(მე).
  თუ სუბიექტური პირი მრავლობით რიცხვშია, ზმნას ბოლოსართი დაერთვის: -მღერი-(ჩვენ), -წერ-(ჩვენ), -ხატავდი-(ჩვენ).

● Ⅱ სუბიექტრუი პირის ნიშნები თანამედროვე ქართულში ჩვეულებრივ არ იხმარება: მღერი(შენ), წერ(შენ), ხატავდი(შენ).
  მხოლოდ ორიოდე ზმნაშია მე-2 სუბიექტური პირის ნიშანი თავსართი. მრავლობით რიცხვს აქაც ბოლოსართი გამოხატავს: -არ(შენ) – -არ-(თქვენ), მო--ვალ(შენ) – მო--ვალ-(თქვენ), მო--ვედი(შენ) – მო--ვედი-(თქვენ).

● Ⅲ სუბიექტური პირის ნიშნებია მხოლობითში ს, ა, ო ბოლოსართები, მრავლობითში – ენ, ან, ნენ, ნ, ეს. მაგალითად: აქებ-ს ის, აქებდ-ა ის, აქ-ო მან; აქებ-ენ ისინი, მღერი-ან ისინი, აქებდ-ნენ ისინი, აქო-ნ მათ, აქ-ეს მათ.

  მხ. რ.         მრ. რ.
  1. ----         1. ----
  2. ----         2. ----
  3. ----ს, ა, ო        3. ----ენ, ან, ნენ, ნ, ეს

ზ,ნის იმ ნაწილს, რომელსაც ჩამოშორებული აქვს პირისა და რიცხვის ნიშნები, ზმნის ფუძე ჰქვია.
მაგალითად, ვ-აქებ-თ, ვ-იმღერო-თ, ვ-ხატავდე-თ.

ობიექტრუი პირისა და რიცხვის ნიშნები

● Ⅰ ობიექტური პირის ნიშანია მხოლობითში , მრავლობითში – გვ.
  ⚬ ობიექტური პირი პირდაპირია: -ნახა(მე), გვ-ნახა(ჩვენ); -ხატავს(მე), გვ-ხატავს(ჩვენ).
  ⚬ ობიექტური პირი ირიბია: -ესალმება(მე), გვ-ესალმება(ჩვენ); -კითხა(მე), გვ-კითხა(ჩვენ).

● Ⅱ ობიექტური პირის ნიშანია მხოლობითში თავსართი ორივე რიცხვში, მრავლობით რიცხვს კი ბოლოსართი გამოხატავს.
  ⚬ ობიექტური პირი პირდაპირია: -ნახა(შენ), -ნახა-(თქვენ); -ხატავს(შენ), -ხატავ-(ის თქვენ ან მე თქვენ).
  ⚬ ობიექტური პირი ირიბია: -ესალმება(მე), გვ-ესალმება(ჩვენ); -კითხა(მე), გვ-კითხა(ჩვენ).

● Ⅲ ობიექტური პირს, თუ ის პირდაპირია, ნიშანი არ უნდა: თუ ირიბია და ზმნის ფუძე თანხმოვნებით (ბ, ფ, პ; დ, თ, ტ; ძ, ც, წ; ჯ, ჩ, ჭ; გ, ქ, კ; ყ) იწყება, ან თავსართი იქნება ორივე რიცხვში:
  ⚬ იხმარება ცხრა თანხმოვნის წინ (დ, თ, ტ; ძ, ც, წ; ჯ, ჩ, ჭ): მი--დევს, მო--ტყდა, -თხოვს, მო--ძახის, მი--წერა, მო--ცილდა, გა--ჯავრებია, მო--ჭიდა, მი--ჩხავის.
  ⚬ ჩვეულებრივ შვიდი თანხმოვნის წინ იხმარება (ბ, ფ, პ; გ, ქ, კ; ყ): მი--ბაძა, მო--პარა, მო--ფინა, მო--გვარა, -კითხა, მო--ქლიბა, მი--ყვება.
  ხმოვნის წინ იკარგება: ეფარება(←ჰ-ეფარება).

● Ⅲ ირიბი ობიექტის მრავლობითობა ზოგჯერ ბოლოსართით არის გამოხატული: ახალგაზრდებს გული აუჩუყდა-თ. (გ. შატბ.); ხოხბებს მამლის დანახვაზე თავზარი დაეცა-თ.(ვაჟა).

  პირდაპირობიექტური         ირიბობიექტური
  მხ. რ.   1. ----               1. ----
    2. ----               2. ----
    3. ----               3. --,-- ----

  მრ. რ.  1. გვ----             1. გვ----
    2. ----()            2. ----()
    3. ----               3. --,--, ----()

● როგორც ვხედავთ, ობიექტური პირის ნიშნები სამივე პირში თავსართავებია. პირდაპირისა და ირიბის პირველსა და მეორე პირში ერთნაირი ნიშნები აქვთ, მესამე პირში კი მათ შორის განსხვავებაა: ირიბს აქვს ნიშანი, პირდაპირს – არა.

ზმნის რთული ფორმები

● ზმნის ფორმა მარტივია ან რთული. მაგალითად, მარტივია მიდის, მირბის, მაგრამ რთული ამავე ზმნათა Ⅰ და Ⅱ პირის ფორმები, ვინაიდან ისინი მეშველი ზმნითაა (ვარ, ხარ, იყავ, იყო) ნაწარმოები: მივფი-ვარ, მიდი-ხარ, მივრბი-ვარ, მირბი-ხარ. ზოგიერთი ზმნა რთულია სამივე პირში: გავზრდილ-იყავ, გაზრდილ-იყავ, გაზრდილ-იყო.

☞ რთულ ფორმებში ხშირად პირველი სუბიექტური პირი ორმაგად არის აღნიშნული: მიდიარ, ზიარ, წასულარ...

პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები

● ზოგიერთი ზმნა მარტო მხოლობითი რიცხვის მესამე პირის ფორმით იხმარება, პირველი და მეორე პირისა და მრავლობითი რიცხვის ფორმები კი არ ეწარმოება. ასეთ ზმნებს პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები ჰქვია.

☞ პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები ბუნების მოვლენებს გამოხატავენ: წვიმს, თოვს, ცივა, ცხელა, თბილა, გრილა, ბნელა...

პირში მონაცვლე ზმნები

◈ ქართულ ენაში გვაქვს სინონიმური მნიშვნელობის ზმნები, რომლებიც ერთმანეთს პირში ენაცვლებიან: ერთი ჩვეულებრივ საუბარში (ახლობელთან, თანატოლთან...) იხმარება, მეორე – თავაზიანში და პატივისცემას გამოხატავს. ასეთ ზმნებს პირში მონაცვლე ზმნები ჰქვია.

☞ პირში მონაცვლე ზმნები:
არის/გახლავს, ხარ/ბრძანდები, ჭამა/მიირთვა, თქვა/ბრძანა, დაჯდა/დაბრძანდა...

რიცხვში მონაცვლე ზმნები

◈ მსგავსი მნიშვნელობის ისეთ ზმნებს, რომელთაგან ერთი მხოლობითში იხმარება და მეორე – მრავლობითში, რიცხვში მონაცვლე ზმნები ჰქვია.
ეს ზმნებია:

⚬ მხ. რ.      მრ. რ.       მხ. რ.
ზივარ    ვსხედვართ    ვჯდვები
ზიხარ      სხედხართ   ჯდები
ზის      სხედან      ჯდება

მრ. რ.      მხ. რ.       მრ. რ.
ვსხდებით  დავჯექი     დავსხედით
სხდებით    დაჯექი    დასხედით
სხდებიან   დაჯდა      დასხდნენ

სხედ ფიძისაგან ნაწარმოები ფორმები იხმარება იმ შემთხვევაშიც, თუ ქვემდებარე კრებითი დახელით არის გადმოცემული: ხალხი(მოწაფეობა, ახალგაზრდობა) ისხდა.

ვარდნა/ცვივნა: ვარდნა ერთზე ითქმის, ცვენა – ბევრზე:
  იგი გარეთ გავარდა და ხალხიც გაცვივდა; ხიდან მოტეხილი ტოტი ვარდება – ხიდან ფოთოლი ცვივა(ფოთლი აქ კრებითი სახელია).

გდება/ყრა: ქვა გდია – ქვები ყრია;
  ხის ძირში ერთი ფოთოლი ეგდო – ხის ძირში ცამოცვენილი ფოთოლი ეყარა.

მობმა/მოსხმა: ერთი ნაყოფის გამოღებას მობმა ჰქვია, ბევრისას – მოსხმა.
  ამ ვაზს შარშან ერთი მტევანი ება, წელს კი კარგად ასხია.

იცვლება პირდაპირობიექტური პირის რიცხვი:
  აგური გადააგდო – აგურები გადაყარა.


Ⅹ. ზმნისწინი

ზმნისწინის რაობა და ჯგუფები

ზმნისწინი ჰქვია ზმნის წინა ნაწილს, რომელიც რამდენადმე უცვლის მას მნიშვნელობას.

ფრინავს მოზრაობის აღმნიშვნელი ზმნაა. მას შეიძლება დაერთოს მი და მო ზმნისწინები: მიფრინავს, მოფრინავს. უზმნისწინო ფრინავს აღნიშნავს მოქმედი საგნის მოძრაობას სივრცეში, მიფრინავს და მოფრინავს კი დამატებით ფრენის მიმართულებასაც აღნიშნავენ: მიფრინავს – აქედან იქითკენ, მოფრინავს – იქიდან აქეთკენ.

● თანამედროვე ქართულში 16 ზმნისწინია. ამათგან რვა მარტივია – ერთმარცვლიანი, რვა – რთული, ორმარცვლიანი.

● ერთმარცვლიანი(მარტივი) ზმნისწინებია: მი, მო, ა, და, ჩა, შე, გა, წა.
  ორმარცვლიანი(რთული) ზმნისწინებია: მიმო, ამო, ჩამო, შემო, გამო, გადა, გადმო, წამო.

⚬ მაგ.: მიდის, მოდის, დის, დადის, ჩადის, შედის, გადის, წავიდა.
მიმოდის, ამოდის, ჩამოდის, შემოდის, გამოდის, გადადის, გადმოდის, წამოვიდა.

☞ ზმინსწინი დაერთვის სახელზმნებსაც. მაგ.: დახატვა, შეკერვა, გადაკეთება... დახატული, შეკერილი, გადაკეთებული...


Ⅺ. დრო

გრამატიკული დროის რაობა

დრო არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, როდის ხდება მოქმედება: თქმის დროს, თქმამდე თუ თქმის შემდეგ. ამის მიხედით დრო სამია: ახლანდელი, წარსული და მომავალი.

ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება ხდება ახლა, თქმის დროს: მღერის, თამაშობს, ხატავს, მიდის, წერს...

☞ ახლანდელი დროის ფორმა შეიძლება გამოხატავდეს ისეთ მოქმედებასაც, რომელიც მუდმივად მეორდება: მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ზამთარში ადრე ბნელდება...

წარსული დროის ფორმა მიგვითითებს, რომ ზმნით გამოხატული მოქმედება ხდება თქმამდე: მღეროდა, თამაშობდა, ხატავდა, წავიდა, დაწერა...

მომავალი დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება უნდა მოხდეს თქმის შემდეგ: დაწერს, დახატავს, მოიტანს, ნახავს, ააშენებს...


Ⅻ. ასპექტი

ასპექტის რაობა. ასპექტი და დრო

ასპექტი ჰქვია ზმნის ფორმას, რომელიც მოქმედებას დასრულებულად ან დაუსრულებლად წარმოადგენს. მაგალითად, ვხატე და დავხატე წარსული დროის ფორმებია. პირველი მოქმედებას დასრულებულად წარმოადგენს, ხოლო მეორე – დასრულებულად. ამის მიხედვით ასპექტი ორგვარია: უსრული და სრული.

უსრულია ასპექტის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოქმედება დაუსრულებელია(დაუმთავრებელია): ვხატე, ვწერე, ვკერე, ვხაზე, ვღებე...

სრულია ასპექტი ფორმა, რომელიც მიგვითითებს, რომ მოქმედება დასრულებულია(დამთავრებულია) წარსულში ან დასრულდება(დამთავრდება) მომავალში: დავხატე – დავხატავ, ავაშენე – ავაშენებ, გავაკეთე – გავაკეთებ, დავხაზე – დავხაზავ, შევღებე – შევღებავ.

სრული ასპექტის წარმოება

● ზმნის უზმნისწინო ფორმა უსრულია, ზმნისწინიანი – სრული. მაგალითად, უზმნისწინო უწერია უსრული ასპექტის ფორმაა, ზმნისწინიანი -უწერია, ამო-უწერია, გა-უწერია, გადა-უწერია, გადმო-უწერია, შემო-უწერია, ჩა-უწერია, ჩამო-უწერია, წა-უწერია – ყველა სრული ასპექტისაა.

☞ ახალ ქართულში სრული ასპექტის ფორმას უსრულისაგან ზმნისწინი აწარმოებს.

რამდენიმე ზმნა უზმნისწინოდაც სრული ასპექტისაა: ბრძანა, თქვა, იკითხა, იტყვის, იყიდა, ნახა, სთხოვა, უბრძანა, უპასუხა, ქნა, ჰკითხა, ჰკრა...

უასპექტო ზმნები

უასპექტო ზმნები ორგვარია:

  ⚬ ზმნები, რომლებიც არ დაირთავენ ზმნისწინს: აგდია, ვიცი, ვწვალობ, ვხუმრობ, მიყვარს, მღვიძავს, მძინავს...

  ⚬ ზმნები, რომელთა ახლანდელი დროის ფორმები დაირთავენ ზმნისწინს, მაგრამ ზმნისწინის დართვა ზმნებს მომავალი დროის მნიშვნელობას ვერ აძლევს: ფრინავს – მი-ფრინავს, მო-ფრინავს; ცოცავს – მი-ცოცავს, მო-ცოცავს; გორავს – მი-გორავს, მო-გორავს; ხოხავს – მი-ხოხავს, მო-ხოხავს...


ⅩⅢ. კილო

კილოს რაობა და სახეები

კილო არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა იქნეს გაგებული ზმნით გამოხატული მოქმედება: როგორც ნამდვილი ამბავი, თუ როგორც სასურველ-შესაძლებელი ან შესასრულებელი.

☞ კილო სამია ქართულში: თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი.

თხრობითია კილო, რომელიც ზმნით გამოხატულ მოქმედებას ისე წარმოადგენს, როგორც ნამდვილ ამბავს: წერს, ხატავს, აკეთებს, ააშენა...

კავშირებითია კილო, რომელიც ზმნით გამოხატულ მოქმედებას გადმოსცემს სასურველ-შესაძლებლად (ნეტავი) ვწერდე, (რომ) წერდეს, (რომ) დაწერონ.

ბრძანებითია კილო, რომელიც მოითხოვს მთქმელის (პირველი პირის) სურვილის შესრულებას: წერე! წაიღე! გააკეთა! წაიღოს! გააკეთოს!...

☞ ბრძანებითი კილოს ფორმამ, გარდა ბრძანებისა, შეიძლება გამოხატოს თხოვნა, ხვეწნა-მუდარა, დარიგება, დალოცვა...


ⅩⅣ. მწკრივის ფუძე

ზმნის იმ ნაწილს, რომელსაც ჩამოშორებული აქვს პირის და რიცხვის ნიშნები, მწკრივის ფუძე ჰქვია.

⚬      აწმყო
  მხ. რ.       მრ. რ.
  ვ-ხატავ     ვ-ხატავ-თ
  ხატავ      ხატავ-თ
  ხატავ-ს     ხატავ-ენ

⚬     უწყვეტელი
  მხ. რ.       მრ. რ.
  ვ-ხატავდი    ვ-ხატავდი-თ
  ხატავდი     ხატავდი-თ
  ხატავდ-ა      ხატავდ-ნენ

⚬   აწმყოს კავშირებითი
  მხ. რ.       მრ. რ.
  ვ-ხატავდე    ვ-ხატავდე-თ
  ხატავდე     ხატავდე-თ
  ხატავდე-ს    ხატავდ-ნენ

⚬      მყოფადი
  მხ. რ.       მრ. რ.
  და-ვ-ხატავ    და-ვ-ხატე-თ
  დახატავ      დახატავ-თ
  დახატავ-ს     დახატავ-ენ

☞ აწმყოს მწკრივის ფუძეა ხატავ, უწყვეტლისა – ხატავდი, აწმყოს კავშირებითისა – ხატავდე, მყოფადისა – დახატავ.

☞ მწკრივის ფუძემ შეიძლება ცვლილება განიცადოს, მაგ., უწყვეტელში ვხატავ ზმნის ფუძეა ხატავდი, რომელსაც მე-3 პირში ჩამოშორდება. ცვლილებას განიცდის კავშირებითის ფუძეც მრავლობით რიცხვში.


ⅩⅤ. ზმნის ძირი

სიტყვის დაუშლელი (უაფიქსო) ნაწილს ძირი ჰქვია. იგი გადმოცემული ერთი, ორი ან სამი ბგერით. მაგალითად, დავუკვირდეთ და გავარკვიოთ, რამდენ-რამდენი ბგერისგან შედგება ძირები ქვემოთ დასახელებულ სიტყვებში:

  1. აებს, აებდა, გააო, გაუო, გაგიო, აებდა.

  2. იწყებს, დაიწყო, დამიწყო, დაუწყო, დაიწყებს, დაგიწყო.

  3. დაწერა, დავწერ, დაიწერა, დაუწერა, დამიწერა, დაგიწერა.

 ☞ დასახელებულ სიტყვათა ზირებია: ღ, წყ და წერ.

● სამბგერიანი ძირი შეიძლება მწკრივის ფუძეც იყოს. მაგალითად, წერ ძირია და ამავე დროს აწმყოს მწკრივის ფუძეც: ვ-წერ, წერ, წერ-ს. ფორმათა წარმოებისას ძირმა შეიძლება ცვლილება განიცადოს. მაგ., შალ(გა-შალ-ა) ძირია, მაგრამ ფორმათა წარმოებისას ა შეიძლება ამოვარდეს (შლ-ის, გა-შლ-ის), ე.ი. ძირი შეიკუმშოს (შლ ← შალ.).


ⅩⅥ. სერიები

Ⅰ სერია

აწმყოს სერია

აწმყო: რას შვრება? – ათბობს, ეფარება, სწერს, თბება; ახლანდელი(დრო), თხრობითი(კილო), უსრული(ასპექ.).

უწყვეტელი: რას შვრებოდა? – ათბობდა, ეფარებოდა, სწერდა, თბებოდა; წარსული(დრო), თხრობითი(კილო), უსრული(ასპექ.).

აწმყოს კავშირებითი: რას შვრებოდეს? – ათბობდეს, ეფარებოდეს, სწერდეს, თბებოდეს; ახლანდელი(დრო), კავშირებითი(კილო), უსრული(ასპექ.).

მყოფადის წრე

მყოფადი: რას იზმს? – გაათბობს, მოეფარება, მისწერს, გათბება; მომავალი(დრო), თხრობითი(კილო), სრული(ასპექ.).

ხოლმეობითი: რას იზამდა? – გაათბობდა, მოეფარებოდა, მისწერდა, გათბებოდა; წარსული(დრო), თხრობითი(კილო), სრული(ასპექ.).

მყოფადის კავშირებითი: რას იზამდეს? – გაათბობდეს, მოეფარებოდეს, მისწერდეს, გათბებოდეს; მომავალი(დრო), კავშირებითი(კილო), სრული(ასპექ.).

Ⅱ სერია

წყვეტილი: რა ქნა? – გაათბო, მოეფარა, მისწერა, გათბა; წარსული(დრო), თხრობითი(კილო), უსრული ან სრული(ასპექ.).

Ⅱ კავშირებითი: რა ქნას? – გაათბოს, მოეფაროს, მისწეროს, გათბეს; მომავალი(დრო), კავშირებით(კილო), უსრული ან სრული(ასპექ.).

Ⅲ სერია

Ⅰ თურმეობითი: რა უქნია? – გაუთბია, მოჰფარებია, მიუწერია, გამთბარა; წარსული(დრო), თხრობითი(კილო), უსრული ან სრული(ასპექ.).

Ⅱ თურმეობითი: რა ექნა? – გაეთბო, მოჰფარებოდა, მიეწერა, გამთბარიყო; წარსული(დრო), თხრობითი(კილო), უსრული ან სრული(ასპექ.).

Ⅲ კავშირებითი: რა ექნას? – გაეთბოს, მოჰფარებოდეს, მიეწეროს, გამთბარიყოს; წარსული ან მომავალი(დრო), კავშირებითი(კილო), უსრული ან სრული(ასპექ.).


ⅩⅦ. თემა

● ზმნის უღლებისას გამოიყოფა ისეთი ნაწილი, რომელიც საერთოა Ⅰ ან Ⅱ სერიის ყველა მწკრივისათვის. ვნახოთ, რა საერთო ნაწილები გამოიყოფა ვღებავ ზმნის უღლებისას.

Ⅰ სერია

ვ-ღებ-ავ    ვ-ღებ-ავ-დი    ვ-ღებ-ავ-დე
ღებ-ავ     ღებ-ავ-დი    ღებ-ავ-დე
ღებ-ავ-ს    ვ-ღებ-ავ-დ-ა  ღებ-ავ-დე-ს

შე-ვ-ღებ-ავ    შე-ვ-ღებ-ავ-დი   შე-ვ-ღებ-ავ-დე
შე-ღებ-ავ     შე-ღებ-ავ-დი    შე-ღებ-ავ-დე
შე-ღებ-ავ-ს    შე-ღებ-ავ-დ-ა   შე-ღებ-ავ-დე-ს

Ⅱ სერია

ვ-ღებ-ე   შე-ვ-ღებ-ე
ღებ-ე    შე-ღებ-ე
ღებ-ა    შე-ღებ-ა

ვ-ღებ-ო   შე-ვ-ღებ-ო
ღებ-ო    შე-ღებ-ო
ღებ-ო-ს   შე-ღებ-ო-ს

☞ როგორც ვხედავთ, Ⅰ სერიის ყველა მწკრივისათვის საერთოა ღებავ, Ⅱ სერიის მწკრივებისათვის – ღებ.

ზმნის იმ ნაწილს, რომელიც საერთოა Ⅰ ან Ⅱ სერიის ყველა მწკრივისათვის, სერიის თემა ჰქვია. მაშასადამე, ღებავ Ⅰ სერიის თემაა, ღებ – Ⅱ სერიისა. Ⅰ სერიის თემა Ⅱ სერიის თემისაგან ავ ბოლოსართით განსხვავდება. ამ ბოლოსართს თემის ნიშანი ჰქვია.


ⅩⅧ. თემის ნიშნები

● თემის ნიშნებია; ი, ავ, ამ, ებ, ობ, იშვიათად – ემ და ოფ.
 ⚬ ი: ვზრდ, ვთლ, ვთოხნ, ვღვრ, ვშლ, ვჭრ...
 ⚬ ავ: ვბარავ, ვკლავ, ვმალავ, ვფარავ, ვქარგავ, ვღებავ, ვხატავ...
 ⚬ ამ: ვაბამ, ვარტყამ, ვდგამ, ვიცვამ, ვსვამ...
 ⚬ ებ: ვათეთრებ, ვაკეთებ, ვანათებ, ვაშენებ, ვახარებ...
 ⚬ ობ: ვანდობ, ვაპობ, ვაქრობ, ვაშრობ, ვახმობ...
 ☞ ემ და ოფ გვხვდება თითო ფუძისაგან ნაწარმოებ ზმნებში: მივცემ, მისცემს, გასცემს, დასცემს, გავყოფ, ჩავყოფ, შევყოფ, მიჰყოფს (ხელს).


ⅩⅨ. ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები

თემის მიხედვით ზმნები ორგვარია: ერთთემიანი და ორთემიანი. ერთთემიანი ზმნა, რომელსაც Ⅰ და Ⅱ სერიაში ერთი და იგივე თემა აქვს. მაგ.,

  Ⅰ სერია: ვ-წერ-, ვ-წერ-თ, ვ-წერ-დი-, ვ-წერ-დით, ვ-წერ-დე, ვწერ-დეთ...
  Ⅱ სერია: ვ-წერ-ე, და-ვ-წერ-ე, ვ-წერ-ო-, და-ვ-წერ-ო...

ორთემიანი ა ზმნა, რომელსაც Ⅰ და Ⅱ სერიაში სხვადასხვა თემა აქვს. ორთემიანი ზმნებია:

ა) Ⅰ სერიის მწკრივებში თემის ნიშნის მქონე ყველა ზმნა, რომელთაც Ⅱ სერიის მწკრივებში ეს ნიშანი ჩამოშორდება. მაგალითად:
   Ⅰ სერია: ვ-ხატავ, ვ-ხატავ-დი, ვ-ხატავ-დე, და-ვ-ხატავ, და-ვ-ხატავ-დი, და-ვ-ხატავ-დე...
   Ⅱ სერია: ვ-ხატ-ე, და-ვხატ-ე, ვ-ხატ-ო, და-ვ-ხატ-ო...

ბ) ხმოვანმონაცვლეა ზმნები, რომელთაც ფუძეს ხმოვანი Ⅱ სერიის მწკრივებში ი-დ შეეცვლებათ. მაგალითად:
   Ⅰ სერია: ვ-გრეხ, ვ-გრეხ-დი, ვ-გრეხ-დე, და-ვ-გრეხ, და-ვ-გრეხ, და-ვ-გრეხ-დი, და-ვ-გრეხ-დე...
   Ⅱ სერია: ვ-გრიხ-ე, და-ვ-გრიხ-ე, ვ-გრიხ-ო, და-ვ-გრიხ-ო...


ⅩⅩ. ზმნის გვარი

გვარი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორია სუბიექტური პირის მიმართება ზმნით გადმოცემული მოქმედებისადმი.

● სუბიექტური პირის მიმართება ზმნით გამოხატული მოქმედებისადმი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, შევუპირისპიროთ ერთმანეთს ერთი ძირისაგან ნაწარმოები ზმნები ჩააქრო და ჩაქრა.

ბავშვმა სანთელი ჩააქრო.: ბავშვმა სუბიექტური პირის ფარდი სახელია, სანთელი – პირდაპირი ობიექტისა, სუბიექტური პირი აქტიურია და იგი თავად ასრულებს მოქმედებას პირდაპირ ობიექტზე.

სანთელი ჩაქრა.: სანთელი სუბიექტური პირის ფარდი სახელია, მაგრამ ის კი არ მოქმედებს, არამედ განიცდის ზმნით გადმოცემულ მოქმედებას.

☞ როგორც ვხედავთ, სუბიექტური პირის მიმართება დასახელებული ზმნებით გამოხატული მოქმედებისადმი განსხვავდება ერთმანეთისაგან: ჩააქრო ზმნის სუბიექტური პირი აქტიურად მოქმედია. ჩაქრა ზმნის სუბიექტი კი – მოქმედების განმცდელი. ამიტომ ჩააქრო და ჩაქრა სხვადასხვა გვარის ფორმებია.


ⅩⅪ. გვარის სახეები

● გვარი სამია ქართულში: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი. მოქმედებითი გვარისაა ზმნა, რომლის სუბიექტური პირი აქტიურია და უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე. ყველა გარდამავალი ზმნა მოქმედებითი გვარისაა. ასეთი ზმნები ორპირიანია ან სამპირიანი. მაგალითად:
  ნელი სიო ოდნავ არხევდა ფოთლებს. (გვეტ.).
  დედა კაბას უკერავდა საახალწლოდ თავის ელოს. (მღვ.).

☞ გარდაუვალი ზმნები ვნებითია ან საშუალი გვარისა. მაშასადამე, ყველა გარდამავალი ზმნა მოქმედებითი გვარისაა, გარდაუვალი – ვნებითისა ან საშუალისა.


ⅩⅫ. ვნებითი გვარი

ვნებითი გვარისაა გარდაუვალი ზმნა, რომლის სუბიექტიც თვითონ განიცდის მოქმედებას, ვნებას. ასეთი ზმნები ერთპირიანია ან ორპირიანი.
  მდინარის პირას ჩინარი გახმა. (ტაბ.).
  მდინარის პირას ჩინარს ფესვები გაუხმა.

გახმა ერთპირიანი ზმნაა, გაუხმა – ორპირიანი. პირველი ზმნის სუბიექტური პირის ფარდი სახელია ჩინარი, მეორისა – ფესვები. სუბიექტური პირის ფარდი სახელებით აღნიშნული საგნები რაღაცის მოქმედების განმცდელია და არა მოქმედი.


ⅩⅩⅠ. ვნებითი გვარის სახეები

● ვნებითი გვარის ზმნები გამოხატავენ მოქმედების მსვლელობას, პროცესს ან შედეგს. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ერთი ძირისაგან ნაწარმოები ზმნები ეფინება და აფენია.
  მთებს ნისლი ეფინება.(გოგ.). მთებს ნისლი აფენია.

☞ ორივე ზმნა ორპირიანია. ეფინება გამოხატავს მოქმედების მსვლელობას, პროცესს, აფენია – მოქმედების შედეგს.

მოქმედების პროცესის გამომხატველ ვნებითს დინამიკური ვნებითი ჰქვია, შედეგის გამომხატველს – სტატიკური.

☞ დინამიკური ვნებითი ბევრია, სტატიკური – ცოტა.
  სტატიკური ვნებითის მესამე პირის ფორმა ჩვეულებრივ ია-ზე ბოლოვდება: აბია, აწყვია, ახატია, აგდია, ყრია, ასხია...


ⅩⅩⅡ. დინამიკური ვნებითი

● დინამიკური ვნებითი წარმოების მიხედვით სამგვარია: პრეფიქსიანი, სუფიქსიანი და უნიშო.

● პრეფიქსიანი ვნებითს აწარმოებს და , სუფიქსიანს – დ. ი-თი ნაწარმოებს ინიანი ვნებითი ჰქვია, -თი ნაწარმოებს – ენიანი, დ-თი ნაწარმოებს – დონიანი.

☞ დონიანი ვნებითი ერთპირიანია ან ორპირიანი. მეტწილად სახელებისაგან არის ნაწარმოები. მაგალითად: შენდება – უშენდება, თეთრდება – უთეთრდება, კეთდება – უკეთდება.

● ვნებითი ნიშანი ზმნას აქვს Ⅰ და Ⅱ სერიის მწკრივებში, Ⅲ-ში კი არ გადაჰყვება. ამიტომ, როცა ვნებითი გვარის ზმნა Ⅲ სერიის რომელიმე მწკრივის ფორმაა, უნდა გადმოვიყვანოთ აწმყოში ან მყოფადში და გავიგებთ, როგორი ვნებითია ის. მაგალითად, გაშლილა, აშენებულა, მოჰფარებია და გამხმარა Ⅰ თურმეობითის ფორმებია. აწმყოში რომ გადმოვიყვანოთ, მივიღებთ: იშლება, შენდება, ეფარება, ხმება... მაშასადამე, გაშლილა ინიანი ვნებითი ყოფილა, აშენებულა – დონიანი, მოჰფერებოდა – ენიანი, გამხმარა – უნიშნო.


ⅩⅩⅢ. საშუალო გვარის ზმნები

საშუალო გვარის ზმნები, როგორც ვიცით, გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი. უასპექტოა. დიდი უმეტესობა მხოლოდ უზმნისწინოდ იხმარება (დუღს, წუხს, ქუხს...), ხოლო იმ ზმნებს, რომლებიც ზმნისწინს დაირთავენ, აწმყოს ფორმა მყოფადისად ვერ გადაექცევათ. მაგალითად, გორავს და მიგორავს, ფრინავს და მოფრინავს, ცურავს და მოცურავს – ყველა აწმყოს მწკრივის ფორმაა.

საშუალო გვარის ზმნებს ან მარტო აწმყოს მწკრივის ფორმები მოეპოვებათ (დგას, წევს, ზის...), ან აწმყოს წრის მწკრივებისა (დუღს, წუხს, ხტის...), ნაკლული მწკრივების შესავსებად კი მათ სხვა ზმნები ენაცვლებათ. იმის მიხედვით, თუ როგორ ივსებენ ისინი ნაკლულ მწკრივებს, გამოიყოფა ორი ჯგუფი: საშუალ-ვნებითი და საშუალ-მოქმედებითი.

საშუალ-ვნებითისაა ზმნები, რომლებიც ნაკლული მწკრივების შესავსებად პრეფიქსიანი ვნებითის ფორმებს იყენებენ (ერთპირიანები – ინიანს, ორპირიანები – ენიანს). მაგალითად: ვარ – ვიქნები, ვიყავი; ზის – ჯდა, წევს – წვა, უზის – ჯდა, უყვარს – ყვარება, უწევს – წვა, ჰყავს – ყოლება.

საშუალო-მოქმედებითის ზმნები ნაკლული მწკრივების შესავსებად იყენებენ იმავე ძირის ისეთ ფორმებს, რომელთაც პირდაპირი ობიექტი არ მოეპოვებათ, მაგრამ სხვა მხრივ მოქმედებითი გვარის ზმნათა თვისებებს ავლენენ:
  ა) სუბიექტური ბრუნვაცვლებადია: დუღს წყალი – იდუღა წყალმა – უდუღია წყალს.
  ბ) მესამე სერიის ფორმები ინვერსიულია: ვცხოვრობ – იცხოვრე – იცხოვრია, ეცხოვრა, ეცხოვროს.
  გ) წყვეტილში მესამე სუბიექტური პირის ნიშანია მრავლობითში ეს სუფიქსი: იცხოვრეს, იჭიკჭიკეს, უპატრონეს.

ერთპირიანი ზმნის მონაცვლეს თავში აქვს, ორპირიანს (მე-3 ობიექტურ პირში; პირველსა და მე-2 ობიექტურ პირში ): ცოცხლობს – იცოცხლებს, იცოცხლა; ჰპატრონობს – უპატრონებს. უპატრონა (მ--პატრონებს, მ--პატრონა; გ--პატრონებს, გ--პატრონა).


ⅩⅩⅣ. ქცევის რაობა

ზმნის ფორმას, რომელიც გამოხატავს კუთვნილება-დანიშნულებას სუბიექტურ და ობიექტს ან ობიექტებს შორის, ქცევა ჰქვია.

☞ ბევრ ზმნას შეუძლია გამოხატოს კუთვნილებით-დანიშნულებითი ურთიერთობა სუბიექტურ და ობიექტურ პირებს შორის.

სუბიექტი
იგი(ინჟინერი) აშენებს
იგი(ინჟინერი) იშენებს
იგი(ინჟინერი) უშენებს

პირდ. ობიექტიირიბი ობიქტი
მას(სახლს)
მას(სახლს)
მას(სახლს)      მას(შვილს)

აშენებს არ გვიჩვენებს, ვისთვისაა განკუთვნილი-დანიშნული პირდაპირი ობიექტი (სახლი).
იშენებს ზმნის მიხედვით პირდაპირი ობიექტი სუბიექტისთვის არის განკუთვნილ-დანიშნული.
უშენებს გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ობიექტი (სახლი) ირიბი ობიექტისათვის (შვილისთვის) არის განკუთვნილ-დანიშნული.

● როგორც ვხედავთ, დასახელებული ზმნები გვიჩვენებს კუთვნილება-დანიშნულების მიხედვით როგორ მიემართება პირდაპირი ობიექტი სუბიექტსა და ორობ ობიექტს.
  მაშასადამე, აშენებს, იშენებს, და უშენებს სხვადასხვა ქცევის ფორმებია.


ⅩⅩⅤ. ქცევის სახეები

● ქცევა სამია ქართულში: საარვისო, სათავისო და სასხვისო. დავუბრუნდეთ წინა პარაგრაფში განხილულ მაგალითებს:

 იგი (ინჟინერი)   აშენებს მას (სახლს)
 იგი (ინჟინერი)   იშენებს მას (სახლს)
 იგი (ინჟინერი)   უშენებს მას (სახლს) მას (შვილს)

აშენებს ზმნის მიხედვით პირდაპირი ობიექტი არ არის ვინმესთვის განკუთვნილი. ამ ქცევას საარვისო ანუ ნეიტრალური ქცევა ჰქვია.
იშენებს გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ობიექტი თავისთვის (სუბიექტისთვის) არის განკუთვნილ. ასეთ ქცევას სათავისო ანუ სასუბიექტო ქცევა ჰქვია.
უშენებს გამოხატავს, რომ პირდაპირი ობიექტი ირიბი ობიექტისათვის არის განკუთვნილი, ე.ი. სუბიექტის შრომის შედეგი(პირდაპირი ობიექტი) სხვისთვის(ირიბი ობიექტისათვის) არის განკუთვნილი. ამიტომ ამ ქცევას სასხვისო ანუ საობიექტო ქცევა ჰქვია.

საარვისო (ნეიტრალური) ქცევა არის ზმნის ფორმა, რომელიც არ მიგვითითებს, ვისთვისაა განკუთვნილი პირდაპირი ობიექტი. მაგალითად: კერავს კაბას, ხატავს სურათს, აშენებს სახლს...

სათვისო (სასუბიექტო) ქცევაა ზმნის ფორმა, რომელიც გამოხატავს, რომ პირდაპირი ობიექტი სუბიექტისაა ან სუბიექტისთვის არის დანიშნული – იკერავს კაბას, იშენებს სახლს, იხატავს სურათს...

სასხვისო ანუ საობიექტო ქცევა არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ობიექტი ირიბ ობიექტს ეკუთვნის ან მისთვის არის დანიშნული – უშენებს მას სახლს, უკერავს მას კაბას, უხატავს მას სურათს.

მოქმედებითი გვარის ზმნა, როგორც ამას აქ დასახელებული ზმნებიც გვიჩვენებენ, სამივე ქცევა აქვს.


ⅩⅩⅥ. ქცევის ნიშნები

● გარდამავალ ზმნას, როგორც ვიცით, სამი ქცევა აქვს: საარვისო, სათავისო და სასხვისო. წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით გავეცნოთ მათ ფორმებს, ნიშნებს.

საარვისო ქცევა

 ვ--შენებ მე მას (სახლს) ვხატავ მე მას (სურათს)
 -შენებ შენ მას (სახლს) ხატავ შენ მას (სურათს)
 -შენებს ის მას (სახლს) ხატავს ის მას (სურათს)

 ვ--შენებთ ჩვენ მას (სახლს) ვხატავთ ჩვენ მას (სურათს)
 -შენებთ თქვენ მას (სახლს) ხატავთ თქვენ მას (სურათს)
 -შენებენ ისინი მას (სახლს) ხატავენ ისინი მას (სურათს)

☞ გარდამავალი ზმნის საარვისო ქცევა უნიშნოა ან მას აქვს თავსართი სამივე პირსა და ორივე რიცხვში.

სათავისო ქცევა

 ვ--შენებ მე მას (სახლს)
 -შენებ შენ მას (სახლს)
 -შენებს ის მას (სახლს)

 ვ--შენებთ ჩვენ მას (სახლს)
 -შენებთ თქვენ მას (სახლს)
 -შენებენ ისინი მას (სახლს)

სათავისო ქცევის ფორმა ორპირიანია, გარდამავალი, მოქმედებითი გვარისა. ქცევის ნიშანია თავსართი სამივე პირში, ორივე რიცხვში.

სასხვისო ქცევა

 მ--შენებს მე მას (სახლს)
 გ--შენებს შენ მას (სახლს)
 -შენებს მას მას (სახლს)

 გვ--შენებს ჩვენ მას (სახლს)
 გ--შენებთ თქვენ მას (სახლს)
 -შენებს მათ მას (სახლს)

● გარდამავალი ზმნის სასხვისო ქცევის ფორმა სამპირიანია, ქცევის ნიშნებია და . ამათგან სასხვისო ქცევის ნიშანია მაშინ, როცა ირიბ ობიექტად Ⅰ ან Ⅱ პირია, – მაშინ, თუ ირიბ ობიექტდა Ⅲ პირია.

☞ ქცევის ფორმები გარდამავალ ზმნას Ⅰ და Ⅱ სერიის მწკრივებში აქვს, Ⅲ-ში კი – არა.


ⅩⅩⅦ. კონტაქტი

კონტაქტის რაობა და სახეები

ზმნის ფორმას, რომელიც გვიჩვენებს, სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე თუ ირიბი ობიექტის მეშვეობით, კონტაქტი ჰქვია. ამის მიხედვით კონტაქტი ორგვარია: უშუალო და შუალობითი

● გარდამავალი ზმნის სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე ან ირიბი ობიექტის მეშვეობით.
  მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი ფორმა:
  დაჭრა მას ის (ნინომ პური) და დააჭრევინა მან მას ის (ნინომ შვილს პური). მან(ნინომ) სუბიექტია, ის(პური) – პირდაპირი ობიექტი, ხოლო მას(შვილს) – ირიბი ობიექტი. პირველი ფორმის (დაჭრა) მიხედვით საუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, მეორე ფორმის(დააჭრევინა) მიხედვით კი – ირიბი ობიექტის მეშვეობით.

უშუალო კონტაქტის ფრომა აღნიშნავს, რომ სუბიექტი სხვა პირის დაუხმარებლად მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე: ვხატავ(სურათს), ვწერ(წერილს), ვაღებ(კარს), ვმალავ(ბურთს), ვჭრი(ხეს).

შუალობითი კონტაქტის ფორმა გვიჩვენებს, რომ სუბიექტი პირდაპირ ობიექტზე ირიბი ობიექტის მეშვეობით მოქმედებს: ვახატვინებ(მას სურათს), ვაწერინებ(მას წერილს), ვაღებინებ(მას კარს), ვამალვინებ(მას ბურთს), ვაჭრევინებ(მას ხეს).

☞ გარდამავალი ზმნის შუალობითი კონტაქტის ფორმა სამპირიანია (დააწერინა მან მას ის), უშუალოსი – ორპირიანი (დაწერა მან ის) ან სამპირიანი (მისწერა მან მას ის).

შუალობითი კონტაქტის ფორმათა წარმოება

● კონტაქტი, როგორც ვიცით, გარდამავალი ზმნისათვის არის დამახასიათებელი. უშუალო კონტაქტის ფორმა ორპირიანია ან სამპირიანი, შუალობითისა – სამპირიანი.

☞ უშუალო კონტაქტს ნიშანი არა აქვს, შუალობითი კი აწარმოებს მარტივი ინ ან ევ, ან რთული ევინ(ევ+ინ).

ინ: ვაგრეხ-ინ-ებ, ვაწერ-ინ-ებ, ვამალვ-ინ-ებ, ვახატვ-ინ-ებ, ვაკეთებ-ინ-ებ, ვაპობ-ინ-ებ...
ევ: ნიშნიანი ფორმები იშვიათია: აჭმ-ევ-ს, ასმ-ევ-ს, აცმ-ევ-ს.
ევინ: ვათლ-ევინ-ებ, ვაშლ-ევინ-ებ, ვაყრ-ევინ-ებ, ვაჭრ-ევინ-ებ, ვაკვლ-ევინ-ებ...


ⅩⅩⅧ. მრავალცნებიანი კომპოზიტები

მრავალცნებიანია კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს (დედ-მამა, ცოლ-ქმარი, რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთი).

☞ ➢ ორ- და მეტცნებიანი კომპოზიტის ნაწილებს შორის შეიძლება "და" კავშირის ჩასმა.
  ➢ ყველა ორ- და მეტცნებიანი კომპოზიტი იწერება დეფისით.

დეფისით იწერება:

რთული სიტყვები, რომლებიც მიღებულია მნიშვნელობის მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული ფუძეების გაერთიანებით (დედ-მამა, და-ძმა, ოქრო-ვერცხლი, ქართლ-კახეთი).
  ⚬ სინონიმური მნიშვნელობის რთული სახელები (სიცილ-კისკისი, ბედ-იღბალი, ძალ-ღონე).
  ⚬ ანტონიმური მნიშვნელობის რთული სიტყვები (დიდ-პატარა, სიკვდილ-სიცოცხლე).

რიცხვითი სახელების ფუძის გაორკეცებით მიღებული კომპოზიტები (ორ-ორი, სამ-სამი).

ფუძეგაორკეცებული ზედსართავები (ცხელ-ცხელი, პატარ-პატარა).

სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ბრუნვის ნიშნის უქონელი ზმნიზედები (ტყე-ტყე, მინდორ-მინდორ, ქუჩა-ქუჩა).

ერთი და იმავე ფუძის მქონე, მაგრამ ზმნისწინით განსხვავებული რთული ზმნები (აივლ-ჩაივლის, მიიხედ-მოიხედა) ან სხვადასხვა ფუძის მქონე გაერთიანებული ზმნები (გააცივ-გააცხელა, გაათეთრ-გააშავა).

შერწყმული დანართი, რომლის პირველი წევრი ფუძის სახითაა წარმოდგენილი (პრემიერ-მინისტრი, წევრ-კორესპონდენტი, ექიმ-სტომატოლოგი, ინჟინერ-მშენებელი, სახლ-მუზეუმი, ტელეფონ-ავტომატი...).

უცხოური ვიცე- პრეფიქსთ და ქართული ვაი- პრეფიქსით დაწყებული კომპოზიტები: ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-მერი, ვაი-მეცნიერი, ვაი-კრიტიკოსი.

კუთვნილებითი კომპოზიტები:

  ⚬ კუთვნილებითი კომპოზიტები, შემადგენელ ფუძეთა რაოდენობის მიუხედავად, ერთად იწერება (მაღალქუსლიანი, ხუთსართულიანი, ნაბდისქუდიანი, ლამაზკაბიანი).
  ⚬ თუ კუთვნილებითი კომპოზიტის წინ უძღვის -ზე ან -ში თანდებულის მქონე ადგილის გარემოება, ასეთ შემთხვევაში უნდა დაწეროთ ორი სიტყცა (თავზე ხელაღებული, ბალიშში თავჩარგული).
  ⚬ თუ კუთვნილებითი კომპოზიტის პირველი ნიწილი რიცხვითი სახელია, რომელიც ციფრით (ან რაიმე სიმბოლოთი) არის წარმოდგენილი, მომდევნო სახელს იგი დეფისით დაუკავშირდება (5-ადგილიანი, X-უცნობიანი, 20-თეთრიანი).

თუ ორმნიშვნელობიან დეფისიან კომპოზიტს სიტყვის საწარმოებელი აფიქსი დაერთვის, მისგან ნაწარმოები ახალი სიტყვა ერთად(უდეფისოდ) დაიწერება (და-ძმა, მაგრამ დაძმური; ცოლ-შვილი, მაგრამ ცოლშვილიანი).

☑ ზოგჯერ სიტყვის მნიშვნელობა დამოკიდებულია კომპოზიტის მართლწერაზე. მაგალითად: ხარ-კამეჩი(= ხარი და კამეჩი), ხარკამეჩი(= მამრობითი სქესის კამეჩი); ცოცხალ-მკვდარი(= ცოცხალი და მკვდარი), ცოცხალმკვდარი(= სიკვდილის პირას მყოფი).


ინფორმაციის წყარო: "ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები"
წიგნის ავტორები: დარეჯან თვალთვაძე და ნანა გაფრინდაშვილი.